მხოლოდ 2 ინგრედიენტი და 6 დღეა საჭირო, რათა ბოლომდე გაანადგუროთ პარაზიტები და მათი კვერცხები

4473

ყველამ კარგად ვიცით, რომ პარაზიტები მავნე მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც საზრდოობენ ჩვენი მკვებავი ნივთიერებებით. რა თქმა უნდა, ამის შედეგად ზიანდება ჩვენი ორგანიზმი, გვიუარესდება განწყობა და საფუძველი ეყრება არაერთი სერიოზული დაავადების განვითარებას.

პარაზიტები თავისი ცხოველქმედების პროცესში გამოყოფენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ტოქსინებსა და მავნე ნარჩენებს, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი (ამ დროს საგრძნობლად ზიანდება ჩვენი კანი და თმა).

ყველაზე ხშირად ამ მავნე მიკროორგანიზმებს ნაწლავებში ვხვდებით. ისინი იკვებებიან შაქრით და ნებისმიერი სხვა ნივთიერებით, რისი შაქრად გარდაქმნაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, გარდა შაქრისა, პარაზიტები გვპარავენ სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების დიდ ნაწილს (ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს).

თუ ხშირად გაწუხებთ მოთხოვნილება ტკბილეულზე, დიდი ალბათობით, თქვენს სხეულში პარაზიტები და ჭიები ბინადრობენ. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია შაქრისა და სხხვა სახის ნახშირწყლების (პური, მაკარონი, ცომეული) კვების რაციონიდან ბოლომდე გამორიცხვა, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

რიდესაც იღებთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, თქვენს ორგანიზმში წარმოიქმნება იდეალური პირობა ამ მანვე მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის. სწორედ ამ მიზეზის გამო, გარდა კვების რაციონიდან შაქრისა და ნახშირწყლების გამორიცხვისა, აუცილებლად უნდა მიიღოთ სპეციალური ანტიპარაზიტული საშუალებები.

გირჩევთ, სხვადასხვა აბების ნაცვლად, რომელთათვის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებია დამახასიათებელი, არჩევანი ძალიან ეფექტურ საშინაო საშუალებებზე შეაჩეროთ.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ხალხური მედიცინის საკმაოდ მარტივ, იაფ და ხელმისაწვდომ რეცეპტზე, რომელიც ბოლომდე ანადგურებს ჩვენს სხეულში ბინადარ პარაზიტებს, ჭიებსა და მათ კვერცხებს. მოცემულ საშუალებას ეფექტურობით ვერცერთი სააფთიაქო აბი ვერ შეედრება!

როგორ გავანადგუროთ პარაზიტები სახლის პრიბოებში

ინგრედიენტები:

  • 20 გრამი სელის თესლი (დაახ. 2 ს.კ.)
  • 2 გრამი მიხაკი (1 ჩ.კ.)

ინსტრუქცია: 

ორივე ინგრედიენტი დაფქვით ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით და შეურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ ის ყოველ დილას, უზმოზე, ერთ ჭიქა თბილ რძესთან ან ნატურალურ მაწონთან ერთად. ეს საშუალება უნდა მიირთვათ 3 დღის განმავლობაში, შემდეგ გააკეთოთ 3 დღიანი შესვენება და კვლავ დაიწყოთ მისი მიღება ანალოგიური ვადით.

ჯამში 6 დღიანი კურსის დასრულების შემდეგ თქვენი სხეული თავისუფალი იქნება პარაზიებისგან. პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია ამ კურსის ჩატარება ყოველთვიურად.