ჭარხალი ღვიძლს უჯრედულ დონეზე მტვერსასრუტივით წმენდს. ბოსტნეულის კოქტეილი მთელი სხეულისათვის

38096

ნატურალური ნაზავი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, არა მხოლოდ ბოსტნეულის უბრალო კოქტეილი, არამედ ჩვენი ოგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემისათვის ძალიან სასარგებლო სამკურნალო სასმელია.

ის უჯრედულ დონეზე წმენდს ჩვენს ღვიძლს, ორგანოს, რომელიც განუწყვეტლივ რეჟიმში ტოქსინებისა და მავნე ნარჩენების გაფილტვრის შედეგად ძალიან ბინძურდება.

მედიკამენტოზური მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სიმძიმის განცდა გვერდის არეში, მოცხარე გემო პირის ღრუში და ღებინების მსუბუქი შეგრძნება ყოველი ჭამის შემდეგ ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ყველა ეს ნიშანი ღვიძლის დაზიანებაზე და მის გადატვირთვაზე მიგვითითებს.

რეცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, თავად საკმაოდ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე ხალხური მედიცინის ერთ-ერთ წიგნში და ის ძალიან დამეხმარა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს დროში ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, ამ რეცეპტის თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტე. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მას აქვს დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი ღვიძლზე.

ბოსტნეულის კოქტეილი მთელი სხეუისათვის

ინგრედიენტები:

  • 3 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 მწვანე ვაშლი
  • 1 ჭარხალი
  • ნახევარი ლიმონი (კანისა და წიპწების გარეშე)
  • 4-5 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი (კოჭა)
  • ორი ან 3 ღერო ნიახური

ინსტრუქცია: 

უბრალოდ მოათავსეთ წინასწარ კარგად გარეცხილი და გასუფთავებული ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, ერთვგავროვანი მასის მიღებამდე.

მზა სასმელი შეინახეთ მაცივარში, ცივ მდგომარეობაში ის გაცილებით გემრიელია. მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ულუფებით. სასმელი, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, ერთ დღეზეა გათვლილი. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენების აღებაა რეკომენდებული.

როგორც მოგეხსენებათ, რეცეპტში შემავალი აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებითაა მდიდარი. მათი კომბინირებით, თითოეული პროდუქტის სასარგებლო და სამკურნალო პოტენციალს კიდევ რამდენჯერმე ვზრდით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!