თქვენი თმა ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს. ამ შედეგის მიღწევაში ზღვის მარილი დაგეხმარებათ

445

ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ზღვის მარილის ბაზაზე მომზადებული ნიღბები. ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა თმისთვის. მისი რეგულარულად გამოიყენება ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას, გაძლიერებას, ებრძვის ცვენას, მატებს მოცულობას და ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.

100 გრ ზღვის მარილი გახსენთ ლიტრ თბილ წყალში. ნარევი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და მიისხურეთ თმაზე. თავის კანზე წრიული მოძრაობებით იკეთებთ მასაჟს, თან ისხურებთ ნარევს. შემდეგ გადადიხართ თმის მთელ სიგრძეზე და თან ხელით ივარცხნით თმას. გაიჩერეთ 6-8 საათი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბნეთ.

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილისა და კეფირის ნიღაბი. შეგიძლიათ დაამატოთ საკმევლის ან პიტნის, ან როზმარინის ეთერზეთი. ხოლო თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, მაშინ დაამატეთ ბარამბოს ან ბერგამოტის, ან ლიმონის ეთერზეთი.

50 გრ ზღვის მარილი შეურიეთ ჭიქა კეფირს, დაამატეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი და ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და თანდათან გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 20-25 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.