ეს ის ხალხური საშუალებაა, რომელიც დაგირეგულირებთ წნევას და შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს

2327

იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც გვიცავს ინფექციებისგან და სხვადასხვა საშიში დაავადებებისგან.

ამიშების ეს ტრადიციული რეცეპტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, აგიმაღლებთ ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, შეგიმცირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში და დაგირეგულირებთ წნევას. სასარგებლო მკვებავი ნივთიერების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის გამართული მუშაობისთვის.

როგორ შევიმციროთ ქოლესტერინის დონე და დავირეგულიროთ წნევა

ინგრედიენტები:

  • 1 კბილი ნიორი (გახეხილი)
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 1 საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი (გახეხილი)
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი და ნიორი შეურიეთ ერთმანეთში ბლენდერის გამოყენებით.
  2. მიღებულ მასაში დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე იქამდე, სანამ კომპონენტები ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
  3. მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მაცივარში 5 დღე-ღამის განმავლობაში.

მიირთვით მოცემული საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, საუზმობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. თუ ნარევი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.

საერთო ჯამში თქვენ უნდა ჩაიტაროთ ორი 1 კვირიანი კურსი მინიმუმ 10 დღიანი შესვენებით. ამ დროში ქოლესტერინის დონე სისხლში საგრძნობლად შემცირდება, წნევა დარეგულირდება და ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ამაღლდება. მოცემული საშუალება თავიდან აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და გაგიწმენდთ ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური საშუალება, მათ მიღებამდე ყოველთვის ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული, რადგან თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. იზრუნეთ მგებორებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია.