დაუთეთ ყოველდღიურად 2 წუთი მარტივ პროცედურას, რათა კბილის ემალი თეთრი და ქათქათა იყოს

444

ლამაზი ღიმილი ყველა ადამიანის სავიზიტო ბარათია. სამწუხაროდ, კბილის ემალისათვის სითეთრისა და სიქათქათის შენარჩუნება მარტივი ნამდვილად არ არის, რაც არ უნდა კარგად დავიცვათ ჰიგიენის შესაბამისი ნორმები.

რა თქმა უნდა, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ პირის ღრუს გამაჯანსაღებელი სხვადასხვა პროცედურები, თუმცა, მოდით ვაღიაროთ, ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს.

სწორედ ამ მიზეზების გამო, მსურს, დღევანდელ სტატიაში მოგიყვეთ ერთი ძალიან ეფექტური, იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდის შესახებ, რომლის დახმარებითაც გაანადგურებთ მავნე ბაქტერიებს პირის ღრუში, გაითეთრებთ ემალს, გაიჯანსაღებთ ღრძილებს, საბოლოოდ დააღწევთ თავს უსიამოვნო სუნს და ა.შ.

ეს უნივერსალური და იაფი პროდუქტი, რომელსაც ასეთი დადებითი გავლენა აქვს ჩვენს პირის ღრუზე, ვაშლის ძმარია!

პექტინით, ბუნებრივი ფერმენტებით, რკინით, კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი ვაშლის ძმარი აძლიერებს ჩვენს ემალს. ასევე ამ პროდუქტისათვის დამახასიათებელია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც ის ძალიან მოუხდება თქვენს ღრძილებს.

როგორ გავითეთროთ კბილები და გავიჯანსაღოთ პირის ღრუ სახლის პირობებში?

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • 1/2 ჩ.ჭ. წყალი (დაახ. 125 მლ)

ინსტრუქცია:

გახსენით ვაშლის ძმარი თბილ წყალში და გამოიყენეთ ის სავლების სახით, რათა ხანმოკლე დროში მიაღწიოთ სასურველ შედეგს. თუ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, პირობას გაძლევთ, ცვლილებები არ დააყოვნებს.