სქელი, უსიამოვნო ნადები სამზარეულოში უცხო არავისთვისაა. მოამზადეთ ძალიან ეფექტური სპრეი საკუთარი ხელით

7209

წებოვანი ცხიმიანი ნარჩენები გროვდება თითქმის მთელ სამზარეულოში და ბინძურდება გაზქურა, მაცივარი, სამზარეულოს ფასადი, გამწოვი, მაგიდა, ფანჯრის რაფა, მილები და ა. შ. ცხიმს ერევა მტვერი და წარმოქმნილი ნადები უკიდურესად რთული გასაწმენდია.

გთავაზობთ სუპერეფექტური საშინაო საშუალების რეცეპტს, რომელიც თქვენს სამზარეულოს დაუბრუნებს სისუფთავეს და არ დაგჭირდებათ ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სპირტი 95%-იანი 200 მლ
  • წყალი 200 მლ
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ნებისმერი თქვენთვის ხელმისაწვდომი) 2-3 ს. კ.

ინსტრუქცია:

1. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ სპრეი ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და ხსნარი მზად არის.

2. ამ საშუალებით შეგიძლიათ ცხიმიანი წებოვანი ნადებით დაბინძურებული ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდა.

ხსნარი მიასხურეთ დაბინძურებულ ზედაპირს და გააჩერეთ 5-10 წუთი. იმოქმედეთ ხელთათმანით. გასაწმენდად გამოიყენეთ მიკროფიბერის საწმენდი ტილო. ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.