ვინ ხართ თქვენ, ყველაზე საყვარელი ანგელოზი, თუ ხორცშესხმული ბოროტება

1311

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაკავშირებულია ზეცის მცხოვრებლებთან. თქვენ შეიძლება როგორც ანგელოზი, ისე დემონიც იყოთ.

გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების კლასიფიკაციას ყველაზე საყვარელი ანგელოზიდან ხორცშესხმულ დემონამდე.

1. სასწორი

ეს ყველაზე სუფთა და ლამაზი ანგელოზია. იგი იმდენად სუფთაა, რომ ზეცასაც კი უკვირს. ხანდახან, გარშემომყოფებს აგრძნობინებთ დანაშაულის შეგრძნებას თავიანთი ცოდვებისთვის, თქვენი სრულყოფილების შემხედვარე.

2. კურო

კუროს ყველაზე დიდი გული აქვს, სულაც არ ინახავს წყენას. თანამგრძნობია და სამყაროში ყველას დახმარება სურს. მისი სისუსტე ისაა, რომ ყოველთვის საყვარელია, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს მისი მანიპულირებისა.

3. თევზები

თქვენ თქვენეული ეთიკური კოდექსის მიხედვით სწავლობთ, მას ყოყმანის გარეშე იცავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ბრაზობთ, რომ ადამიანები ვერ გპასუხობენ თქვენს გულუხვობასა და სიკეთეზე იმავენაირად, მაინც მალევე ივიწყებთ ამ სიბრაზეს.

4. მშვილდოსანი

მშვილდოსნის გულის მქონე ადამიანისთვის თითოეული არსების სიყვარული – ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენი ცხოვრება სავსეა ღიმილით. ირგვლივ ყველას გაღიმებას აიძულებთ, თუმცა, ამ დროს ყოველთვის სიმართლის მხარეს ხართ.

5. მერწყული

ბედნიერებას პოულობთ იმაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ეხმარებით. ყოველთვის გულწრფელი და კეთილი ხართ. თქვენი ბნელი მხარეა ძლიერი ლტოლვა და სურვილი, რომელიც არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ.

6. ტყუპები

თქვენ ანგელოზიც და დემონიც ხართ ერთდროულად. ყოველდღე გიწევთ იმის გადაწყვეტა, თუ ვინ გინდათ იყოთ.

7. ლომი

ლომი ძლიერი, დიდებული და ლამაზია მანამ, სანამ არ გააბრაზებთ. ამის შემდეგ ინანებთ მასთან შეხვედრას.

8. კირჩხიბი

გინდათ კეთილი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყოთ, თუმცა ცხოვრებისეულ ცდუნებებს ვერ უმკლავდებით ხოლმე. სხვებს ეხმარებით, მაგრამ თქვენი სინდისი მთლად სუფთა არაა.

9. ქალწული

იგი კეთილი, საყვარელი და სასაცილოა. თუმცა, თუ მას ატკენთ, არ დამშვიდდება სანამ შურს არ იძიებს.

10. ვერძი

იმას არ აკეთებთ, რაც საჭიროა. ნარკოტიკების მოხმარება, აზარტული თამაშები, თაღლითობა და ტყუილი თქვენს ცხოვრებაში ხშირი მოვლენაა. თუმცა, თქვენ იუმორის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ, რაც სხვებს თქვენს თავს აყვარებს.

11. თხისრქა

მასში უფრო მეტი ბნელი მხარეა, ვიდრე ნათელი. პატიებასაც კი ცდუნებით ითხოვენ, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყოთ.

12. მორიელი

ყველაზე ბოროტი ნიშანი ზოდიაქოდან. თუმცა, გარეგნული სილამაზისა და მაგნეტიზმის გამო, გარშემომყოფები ხშირად ებმებიან ხაფანგში.

თქვენ იცანით თავი?