ამ მარტივ საშუალებას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, პირადად საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და მისი მადლიერი ვარ. ჩვენი დღევანდელი რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი ხახვია, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგენს სასარგებლო ნივთიერებების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს და მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.
როგორ მოვამზადოთ “ხახვის ჩაი”
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის თავი ხახვი
- 200 გრამი ნატურალური ჩაი
მომზადებისა და მიღების წესი:
- გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ ხახვი.
- გადაჭერით ის ჯვარედინად, თუმცა არა ბოლომდე, არამედ ნახევრად, რათა ხახვი ნაწილ-ნაწილ არ დაიშალოს.
- მოათავსეთ ჯვარედინად გადაჭრილი ხახვი ჭურჭელში და დაასხით მზა ცხელი ჩაი.
- დააყოვნეთ 5-10 წუთით, შემდეგ კი გადაწურეთ.
- მიირთვით სამკურნალო ჩაი ყოველთვის, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ (ყაბზობა, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება, მოუნელებლობა და ა.შ.).
ეს საშუალება მოგიხსნით მუცლის ტკივილსაც, მოგიწესრიგებთ ნაწლავების მუშაობას, საჭმლის მონელების პროცესს, მოამარაგებს თქვენს სხეულს აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით და ა.შ.
ძალიან სასარგებლოა ხახვის ჩაი ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემების დროსაც. ის ამსუბუქებს ხველას და გამოდევნის ბრონქებიდან ზედმეტ ლორწოს.
უძილობა – კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ჩვენი დღევანდელ საშუალება მარტივდ გაუმკლავდება. გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ძილი ძლიერი ჯანმრთელობის საწინდარია!
რეომენდებულია ხახვის ჩაის მირთმევა ყოველ საღამოს, დაძინების წინ. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. ერთი კურსის ჩატრების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე დღიანი შესვენება.