ნივრის პასტა ზამთრისათვის. ნებისმიერი კერძი ასე კიდევ უფრო არომატული და გემრიელი გახება

2976

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებთ ნივრის პასტას. პასტა შეგიძლიათ დაამატოთ სუპებს, სალათებს, სოუსებს, განსაკუთრებით უხდება არაჟნის სოუსს, სენდვიჩებს. ნივრის პიკანტურობა გარანტირებულია მთელი წლის განმავლობაში.

ნივრის პასტა ზამთრისთვის

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 250 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 30 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გაასტერილეთ პატარა, 300 მლ-იანი, ქილა.
  2. ნიორი დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
  3. დაამატეთ მარილი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და კიდევ რამდენიმე წამით დააბლენდერეთ.
  4. ნივრის პასტა გადაიტანეთ ქილაში, ზემოდან მოასხით 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და დაახურეთ გასტერილებული ხუფი. ქილა შედეთ მაცივარში.

ნივრის პასტა მწვანილით:

  • ნიორი 250 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • ზეთი ან ზეითუნის ზეთი 30 მლ
  • კამა 3-4 ღერი

მომზადების წესი:

  1. ნიორი გაარჩიეთ და დააბლენდერეთ (არ გაატაროთ, რადგან მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი).
  2. დაამატეთ დაჭრილი კამა, მარილი, ვაშლის ძმარი, ზეთი და დააბლენდერეთ.
  3. არომატული პასტა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილაში და ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი. ქილას დაახურეთ გასტერილებული ხუფი და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!