კურკუმა ცვილსა და დეპილაციის კრემებს ჩაანაცვლებს! არასასურველი თმის ძლიერი მტერი

2040

თმის მოცილების პროცესი, ჩვეულებრივ, ორ ტიპად იყოფა: უმტკივნეულო, თუმცა ნაკლებად ეფექტური და ეფექტური, თუმცა მტკივნეული. სამართებელი და დეპილაციის კრემი ხანგრძლივ შედეგს ვერ იძლევა, ცვილის საფენები და შუგარინგი კი იაფი გიჯდებათ როგორც ფულის, ისე ნერვების გაგებითაც. თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც.

თმის მოშორება საშინაო პირობებში ეფექტურად და უმტკივნეულოდად შეიძლება, ამისათვის კი ცნობილი ინდური სანელებელი, კურკუმა გამოგადგებათ. იგი ძალიან ეფექტურია და პირველივე პროცედურის შემდეგ, არასასურველი თმის რაოდენობას სრულად ან ნაწილობრივ ამცირებს, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კი თმა საერთოდ შეწყვეტს ზრდას.

როგორ მოვიცილოთ არასასურველი თმა

თმა ფეხებსა და ხელებზე, წვრილი ბუსუსები სახეზე – ეს საშუალება ყველაფერს აშორებს. აღნიშნულ პროცედურას მხოლოდ ერთი მინუსი აქვს: კურკუმა დროებით ღებავს კანს, ამიტომ ფრთხილად იყავით მისი გამოყენებისას კანის ღია ნაწილებში. ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ რძეში ჩალბობილი ბამბის დისკი.

კურკუმა მოქმედებს თმის ფოლიკულაზე, ამიტომ თმა ფესვიანად ამოიღება. უფრო სქელი და მყარი საფარველის შემთხვევაში, პროცედურა რეგულარულად უნდა გაიმეოროთ(1-2 კვირაში ერთხელ), სანამ თმა არამხოლოდ სრულად გაქრება, არამედ ზრდას შეწყვეტს. ასეთ ეფექტს არც ერთი სხვა ეპილაცია არ იძლევა(გარდა მტკივნეული და ძვირადღირებული ლაზერულისა).

კურკმას ნიღბები – ხელებისა და სახის კანის საუკეთესო მეგობარია. სანელებელს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. აი რამდენიმე მათგანიც:

  • აქვს ანტისეპტიკური ეფექტი პირიდოქსინისა და ეთერზეთების მაღალი შემცველობის წყალობით, ამიტომ სწრაფად ხსნის ანთებას, ალერგიულ გამონაყარსა და მწერის ნაკბენის კვალს. კურკუმას შემცველი საშუალებების გამოყენება სახეზე არამხოლოდ წვრილ ბუსუსებს, არამედ გამონაყარსა და სხვა ანთებასაც მოგაცილებთ.

  • ასკორბინის მჟავა სწრაფად უბრუნებს კანს ტონუსს, სულ რამდენიმე გამოყენების შემდეგ, იგი უფრო გლუვ და ჯანსაღ იერს შეიძენს.
  • როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჟღალი საღებავი კურკუმა გამოირჩევა მათეთრებელი ეფექტით. მისი ლაქები სწრაფად ცილდება სხვა, პიგმენტურ ლაქებთან ერთად. სასარგებლოა 40+ ასაკის კანისთვის.

  • კურკუმას შემადგენლობაში არსებული ფილოქინონი ხსნის ფორებს და აცხრობს შეშუპებას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
  • მცირე შრამები და წვრილი ნაკაწრები ნაკლებად შესამჩნევი ხდება კურკუმას გამოყენების შემდეგ. ნიაცინი, დროთა განმავლობაში, აგლუვებს ძველ ნაწიბურებსაც კი, ამიტომ კურკუმას კიდევ ერთი, შემხორცებელი თვისება აქვს.

საშინაო დეპილაცია და კანის კომპლექსური მოვლა ერთ პროცედურაში. თუ კურკუმას ფხვნილს სწორად გამოიყენებთ, შედეგი არ დააყოვნებს. ჩვენი რედაქცია გასწავლით ხელების, ფეხებისა და სახის დეპილაციის უნიკალური საშუალების მომზადებასა და გამოყენებას.

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. რძე
  • 2 ჩ.კ. კურკუმა
  • 2 ს.კ. ბრინჯის ფქვილი(შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ხორბლის ფქვილით)
  • 0.5 ჩ.კ. მარილი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პასტისებრი მასის მიღებამდე. დაიტანეთ ნიღაბი გაწმენდილ პრობლემურ ზონაზე 20 წუთით, სრულად გაშრობამდე. შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ მასა სველი ხელსახოცით. კანის გამოშრობა რომ აიცილოთ თავიდან, დაიტენიანეთ კრემით ან ზეთით.

ამ პროცედურის შემდეგ ისეთივე გასაოცარ შედეგს მიიღებთ, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.