სამწუხაროდ, სიბერეს ვერსად გავექცევით. დროთა განმავლობაში ყველა ადამიანს გვიჩნდება ნაოჭები და კანის სხვა კოსმეტიკური დეფექტები, რომლებიც ჩვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს.
ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა, მოწევა, არჯანსაღი საკვები, მავნე ჩვევები – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კანის დაბერებას პროვოცირებს.
სიბერემ კარს ნაადრევად რომ არ მოგვიკაკუნოს, ხოლო უკვე არსებული ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს, გამოიყენეთ ნატურალური ნიღბები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოდგიდგენთ.
ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
საშუალება №1 – კვერცხის ცილა
ეს პროდუქტი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის დასარბილებლად, სიბერის ნიშნების შესამცირებლად და დაზიანებული უჯრედების აღსადგენად.
ინგრედიენტები:
- ერთი კვერცხი
- ერთი ს.კ. ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
კარგად შეურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის ცილა და თაფლი. მიღებული ნარევი გაინაწილეთ მთელ სახეზე თხელ ფენად, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ, რათა ხანმოკლე დროში შეძლოთ სასიამოვნო ცვლილებებით ტკბობა.
საშუალება №2 – რძე და შვრიის ფანტელები
კანს საკმარისი ტენი, სიგლუვე და სინაზე რომ შეუნარჩუნოთ, პერიოდულად გამოიყენეთ ეს ნიღაბი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ, ეს ნიღაბი მოგცემთ გასაოცარ შედეგს მინიმალურ ვადაში.
გარდა კანის გაგლუვებისა, რძისა და შვრიის ნიღაბი გაგიწმენდთ ფორებს და აქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი
- 1/2 ჩაის ჭიქა (დაახ. 100 მლ) რძე
ინსტრუქცია:
შვრიის ფანტელებისგან მოამზადეთ ფქვილი ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. რძე დადგით ცეცხლზე და როგორც კი ის წამოდუღდება, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი.
გადმოდგით მასა ცეცხლიდან და მიეცით დრო ოთახის ტემპერტურამდე გასაგრილებლად. დაიბანეთ სახე ცივი წყლით, შემდეგ კი აქტიურად დაიმუშავეთ კანი მომზადებული საშუალებით (შეიზილეთ მასა ნელი წრიული მოძრაობებით სახის კანში, თითის ბალიშების დახმარებით). დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.
საშუალება №3 – ბანანი და ავოკადო
ორივე პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის, რაც მათი მდიდარი შემადგენლობის დამსახურებაა. A, C, B6 და E ვიტამინების, ცხიმოვანი მჟავებისა და სასარგებლო მინერალების შემცველობის ხარჯზე, ბანანისა და ავოკადოს ნიღაბი ძალიან ეფექტურია კოსმეტიკური დეფექტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ავოკადო (დაახ. 200 გრ)
- 1 ბანანი (100 გრ)
ინსტრუქცია:
დაჭერით ორივე პროდუქტის რბილობი პატარა კუბიკებად, ჩაყარეთ თასში და კარგად დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ პროცედურას ვირაში საშუალოდ 3-ჯერ ჩაიტარებთ, შეძლებთ ნაოჭების საგრძნობლად შემცირებას.
საშუალება №4 – ალოე ვერა და კიტრი
ალო მოამარაგებს თქვენს კანს მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით. რაც შეეხება კიტრს, ის ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა ჩვენი კანისათვის, რომელიც სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს და აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს.
ამ ორის სასარგებლო ინგრედიენტის კომბინირებით მიიღებთ საშუალებას, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.
ინგრედიენტები:
- ალოე ვერას გელი – 100 გრამი
- 1 საშუალო ზომის კიტრი
ინსტრუქცია:
შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში ბლენდერის ან მიქსერის გამოყენებით, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი ფაფისებრი მასა. წაისვით ის კანზე თხელ ფენად და დაიტოვეთ რაც შეიძლება დიდი ხნით, შეძლებისდაგვარად – მთელი ღამით. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.
დიდ იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევნადელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!