“მე 30 ქიმიოთერაპია გადავიტანე და 41 წლის ასაკში დავფეხმძიმდი”.

643

ფლავია ფლორესი ოდესღაც მოდელი იყო, თუმცა, 5 წლის წინ იგი საშინელი დიაგნოზი, სარძევე ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

მან ორივე მკერდის მასტექტომია ჩაიტარა, დაკარგა შეყვარებული, შექმნა ფან-გვერდი 100 ათასზე მეტი გამომწერით, დაწერა წიგნი, დააარსა კიბოსთან ბრძოლის ინსტიტუტი და დღეს ცხოვრობს აშშ-ში, დაქორწინდა საყვარელ ადამიანზე და თავს უბედნიერეს ქალად გრძნობს.

“მე დავიბადე და გავიზარდე ფლორიანოპოლისში, ბრაზილიაში. 30 წლის ასაკში გავიგე საკუთარი დაავადების შესახებ.

გადავწყვიტე ჩემი ისტორია სოციალურ ქსელში გამეზიარებინა. ასე შთავაგონე უამრავ ქალ მკურნალობაზე დათანხმება. სწორედ მათ მომცეს ძალა, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ – ჩემი ბევრი მიმდევარი უკვე გამოცდილი იყო ამ საკითხში, მათაც იგივე გზა გამოიარეს.”

ქალმა არ იცოდა, რომ 30 ქიმიოთერაპიის, 28 სხივოვანი თერაპიისა და კიდევ ჰორმონალური თერაპიის შემდეგ ასე გაუჭირდებოდა დაფეხმძიმეა. ექიმს არც კი უხსენებია მკურნალობის კურსების გავლენა მის რეპროდუქციულ სისტემაზე.

მასტექტომიის შემდეგ, ფლავიას ყოფილი უბრალოდ გაქრა, მარტო დატოვა სულიერ ჭრილობებთან ერთად.

ფლავიამ კიბო მთელი თავისი საშინელებებით გადაიტანა და ჭეშმარიტი სიყვარულიც იპოვა. ახლა წყვილი ერთად ცხოვრობს სან-დიეგოში, აშშ-ში.

“ჩვენ მექსიკაში 2016 წელს გავიცანით ერთმანეთი და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ქორწილის შემდეგ დაფეხმძიმება ვცადე. ეს მაინც მოხდა(41 წლის ასაკში) – მოვლენა ნამდვილ ჰოლივუდურ მელოდრამას ჰგავდა.

ადამიანები, პირველ რიგში, მეკითხებიან, როგორ გამოვკვებავ ბავშვს მკერდით და ვგრძნობ თუ არა ტკივილს. თეორიულად, ტკივილს არ უნდა ვგრძნობდე, რადგან მკერდი არ მაქვს. თუმცა, მაინც განვიცდიდი საკმაოდ ძლიერ დისკომფორტს”

მიუხედავად იმისა, რომ ფლავიას არ შეუძლია ძუძუთი გამოკვება, იგი გეგმავს ბავშვისთვის ყველაზე ხარისხიანი კვების შეძენას და მის სითბოსა და სიყვარულში გაზრდას.

“მე გავათბობ ბოთლს, ვიჯდები მასთან ერთად ფანჯარასთან, ვუმღერებ, დავტკბები დედისა და ბავშვის სიახლოვის ყოველი მომენტით. დავტკბები ჩემს პატარა ლეონთან ერთად ცხოვრებით იმდენად, რამდენადაც შევძლებ. არასდროს ვიტყვი უარს საკუთარ ოცნებებზე”– ამბობს ფლავია.