სახის კანზე, განსაკუთრებით შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, უსიამოვნო შავი წერტილების, ფერიმჭამელების, წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს: ფორების ზედმეტი ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით გადავსება, ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკა, არასწორი კვება, უხარისხო კოსმეტიკა, კანის არასწორი მოვლა. შავი წერტილების, იგივე კომედონების, საწინააღმდეგოდ უამრავი კომერციული და ხელნაკეთი კოსმეტოლოგიური საშუალება არსებობს.
ერთ-ერთ საუკეთესო პროცედურაა დაორთქვლა. თასში ჩაასხით ცხელი წყალი და სახე რამდენიმე წუთი გააჩერეთ ორთქლზე. სუფთა ხელებით დააწექით პრობლემურ ადგილებს და გაისუფთავეთ ზონა შავი წერტილებისგან. შემდეგ ჩაიტარეთ სხვადასხვა პროცედურები.
გთავაზობთ ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით სახის კანს გაისუფთავებთ ფერიმჭამელებისგან.
1. იოგურტის, კიტრისა და ოხრახუშის ნიღაბი
2 ს. კ. ნატურალურ იოგურტს, დაამატეთ ნახევარი კიტრი, ოხრახუშის ფოთლები, დაახლოებით 1 ს. კ., და დააბლენედერეთ. მიღებული მასა რამდენიმე წუთი გააჩერეთ და შემდეგ წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ლიმონისა და ჟელატინის ნიღაბი
თასში ჩაასხით 1 ს. კ. რძე, დაამატეთ 1 ს. კ. ჟელატინი და აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხზე და ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ. ნიღაბი წაისვით მხოლოდ დაზიანებულ უბნებზე. გაიჩერეთ 10 წუთი. ნიღაბი ჯერ აიღეთ ხელით და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
3. ლიმონის ნიღაბი
ლიმონის წვენი, ნუშის ზეთი და გლიცერინი აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. ყოველ საღამოს მაკიაჟის მოხსნის შემდეგ წაისვით ლიმონის ნიღაბი. გაიჩერეთ 10 წუთი და სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
4. თაფლისა და დარიჩინის გამწმენდი ნიღაბი
2 ჩ. კ. თაფლს შეურიეთ 2 ჩ. კ. დანიჩინი და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით ორი კვირის განმავლობაში.
5. შვრიის ნიღაბი
შვრიის ფანტელი დაფქვით. 2 ს. კ. შვრიის ფქვილს დაამატეთ იმ რაოდენობის თბილი წყალი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ნიღაბი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
6. ვაშლის ნიღაბი
გაუთლელი წითელი ვაშლი გაჭერით შუაზე. გჭირდებათ მხოლოდ ნახევარი. ვაშლი დაჭერით და 1 ს. კ. ლიმონის წვენთან ერთად დააბლენდერეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
თუ გსურთ, ამ უსიამოვნო პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ, არ დაიძინოთ მაკიაჟით. აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი, გაიწმინდეთ სახის კანი და მიეცით კანს სუთქვის საშუალება.
ნიღბების გამოყენებამდე კარგად გაიწმინდეთ სახე.
თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, მოერიდეთ კოსმეტოლოგიური ზეთების გამოყენებას.