3 ნატურალური სასმელი, რომელიც მინიმალურ დროში ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს

1341

სავსებით შესაძლებელია, თქვენ იყოთ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ქოლესტერინის ჭარბი დონისგან იტანჯება. ეს არის ჩუმი დაავადება, რომლის დროსაც არტერიების კედლებზე იწყება ქოლესტერინის ნადების დაგროვება, რამაც შეიძლება თრომბოზისა და ცერებროვასკულარული დაავადებების განვითარებამდე მიგვიყვანოს.

ყვლემა კარგად ვიცით, რომ ქოლესტერინი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლიპიდია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს საჭმლის მონელებაში და წარმოადგენს უჯრედების სტრუქტურულ კომპონენტს, თუმცა სისხლძარღვებში მისმა დაგროვებამ შეიძლება უდიდესი საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

რჩევები ქოლესტერინის დონის შესამცირდებლად

პრობლემას რომ გაუმკლავდეთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ ცვლილებები თქვენს კვებაში, რაშიც იგულისხმება რაციონიდან წითელი ხორცის, შემწვარი საკვების, ძეხვების, ალკოჰოლისა და სხვა მსგავსი მავნე საკვები პროდუქტების გამორიცხვა. მაქსიმალურად ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მიიღეთ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები დანამატების სახით, რათა გაიძლიეროთ გულის კუნთი და თავიდან აირიდოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

გარდა ამ რეკომენდაციებისა, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ეფექტურ ნატურალურ საშუალებას, რომელიც ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზული საცობების ფორმირებას.

ვარიანტი №1 – 2 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 5 სტაფილო

  1. გაასუფთავსეთ სამივე ინგრედიენტი კანისგან, დაჭერით პატარა კუბკებად და მოამოზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი და განაგრძეთ რევა მაღალ სიჩქარეზე კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  3. ახლადმომზადებული სასმელი მიირთვით დილით, უზმოზე.

ვარიანტი №2 – 1 ჭარხალი, 1 ლიმონი, 1 კიტრი, წიწმატის 2 ღერო 

  1. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა ყველა ინგრედიენტისგან.
  2. ჩაამატეთ იმ რაოდნეობით წყალი, რომ მიღებულ სასმელს თქვენთვის სასურველი კონსისტენცია ჰქონდეს.
  3. ურიეთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე, რათა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას.
  4. მზა სასმელი მიირთვით დილით, უზმოზე.

ვარიანტი №3 – 100 გრამი მარწყვი, 2 ფორთოხალი, 1 კივი

  1. სამივე ინგრედიენტი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და დააბლენდერეთ.
  2. დაასხით მცირე რაოდენობით წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  3. მიირთვით მზა სასმელი ყოველ დილას, უზმოზე.
  4. მარწყვის, ფორთოხლისა და კივის კომბნაცია ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს და წვავს ცხიმებს.

ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი სასმელი და შეუდექით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას რაც შეიძლება მალე!

სამივე სასმელის დახმარებით თქვენ ხანმოკლე დროში გაიწმენდთ არტერიებს და შეიმცირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.