სავსებით შესაძლებელია, კიდურების ხშირი დაბუჟება რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანი და სიმპტომი იყოს. თუ ეს უსიამოვნო პრობლემა რეგულარულად გახსენებთ თავს, ნებისმიერი ხახლური და საშინაო საშუალების გამოცდამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამორიცხოთ რაიმე სერიოზული და პროგრესირებადი დაავადების არსებობა.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ საკმაოდ ეფექტურ საშინაო საშუალებას კიდურების ხშირი დაბუჟების დასამარცხებლად. ყველა ეს მეთოდი თაობების მიერაა შემოწმებული და მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა!
როგორ დავამარცხოთ კიდურების დაბუჟება?
თუ ქაფურის მალამოს მცირეოდენ ევკალიპტის ეთერზეთს დაუმატებთ და ამ ნაზავით კიდურებს რეგულარულად დაიმუშავებთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით კიდურების ხშირი დაბუჟების პრობლემისაგან. საკმარისია 3 პროცედურა, რათა საოცარი ცვლილებები იგრძნოთ.
ძალიან ეფექტურია კიდურების დაბუჟების წინააღმდეგ საბრძოლველად გოგრის ფაფა. მოხარშული რბილობი დასრისეთ ჩანგლით და კარგად წაისვით კიდურებზე სანამ ჯერ კიდევ თბილია, ზემოდან გადაიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შეიფუთეთ შალის თბილი ქსოვილით. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ რამდენიმე საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად პრობლემის სრულ გაქრობამდე.
მჟავე კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად მინის ქილაში და დაუმატეთ მცირეოდენი დაფქული წითელი წიწაკა. დაასხით ამ ნარევს ნახევარი ლიტრი ოჯახის არაყი და დაყოვნეთ 1 კვირით ბნელ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ. რეგულარულად დაიმუშავეთ ამ ნაყენით კიდურები, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ პრობლემისაგან.
კონტრასტული აბაზანები – ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ! მონაცვლეობით მოათავსეთ კიდურები ცხელ და ცივ წყალში, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და სწრაფად გათავისუფლდეთ კიდურების დაბუჟებისგან.
10 გრამ შავ დაფქულ წიწაკას დაუმატეთ 100 მლ მცენარეული ზეთი და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. როდესაც ნარევი გაგრილდება, კარგად შეიზილეთ ის კიდურებში და დაბუჟება სწრაფადვე გაქრება.
რეგულარულად გაავარჯიშეთ ხელები და ფეხები, რათა აღიდგინოთ სისხლის მიმოქცევა და დაამარცხოთ კიდურების დაბუჟება. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, იქნება ეს სპორტ დარბაზში სიარული, ფეხით სეირნეობა, ცურვა, ველოსიპედით გასეირნება და უბრალო გაწელვები, ძალიან მოგიხდებათ.
სპილენძისაგან დამზადებული სამაჯურის ტარება – პრაქტიკა, რომელიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, თუ კიდურების ხშირი დაბუჟება გაწუხებთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთეობას!