რა იწვევს სითხის შეკავებას და როგორ ვებრძოლოთ ამ გავრცელებულ პრობლემას

7278

უჯრედებს შორის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვება იწვევს შეშუპებას. ეს პრობლემა ყველაზე ხშირად აწუხებთ ქალბატონებს. სითხის შეკავება დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან და იწვევს ფეხების შეშუპებას, სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილს და საშინელ დისკომფორტს.

რა იწვევს სითხის შეკავებას?

თითოეული ადამიანი ინდივიდია და აქვს საკუთარი ჩვევები. განსხვავებულია თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი და ფიზიკური მახასიათებლები. სწორედ ამიტომ, სითხის შეკავების მიზეზიც ინდივიდუალურია. სითხის შეკავება ყველაზე ხშირად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორების გავლენით:

  • ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა
  • ჭარბი წონა
  • გარკვეული მედიკამენტები
  • მუხლის ან ტერფის ტრამვა
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება
  • თირკმელების დაავადებები და დარღვევები
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • მენსტრუალური ციკლის დროს ჰორმონალური ცვლილებები
  • არასწორი კვება
  • მარილის გადაჭარბებული მოხმარება

თუ ფეხების შეშუპება ძალიან ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ მიზეზი იმ საშინაო საშუალებების გამოყენებამდე, რომელთაც სტატიაში შემოგთავაზებთ.

1. ცერეცოს ნახარში

ცერეცოს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამცირებს მეტეორიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ორგანიზმს. ცერეცო სითხის შეკავების საწიააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. რეკომენდებულია ცერეცოს ნახარშის დღეში 1-2-ჯერ მიღება, ჭამიდან 15 წუთის შემდეგ.

ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. კ. (5 გრ) დაჭრილი ცერეცო
  • ნახევარი ჩ. კ. (3 გრ) ანისი (ბადიანი)
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:

წყალი აადუღეთ და დაამატეთ ცერეცო და ანისი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 10 წუთი და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დალიეთ ჭამიდან 15 წუთის შემდეგ.

2. ცხენის კუდის ნახარში

ცხენის კუდი სამკურნალო მცენარეა, რომელიც სითხის შეკავების საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მცენარის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში ან ჰომეოპათიურ აფთიაქში.

კონკრეტულად რა არის ამ მცენარის ასეთი სამკურნალო ეფექტის მიზეზი?

  • ცხენის კუდი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას და აუმჯობესებს სისხლის შედედებას
  • შეიცავს სილიციუმს, მინერალს, რომელიც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და აღადგენს შემაერთებელ ქსოვილებს.
  • სამკურნალო მცენარე ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ზრდის შარდის რაოდენობას და ხელს უწყობს გამოყოფას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  • რეკომენდებულია, მცენარის ნახარშის დილით დალევა. მალე იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

3. საკვები პროდუქტები, რომლებიც უნდა მიირთვათ

პირველ რიგში, შეზღუდეთ მარილის მოხმარება. ჩვენი სხეულის ჰორმონალური სისტემა პასუხისმგებელია ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებაზე.

როდესაც ორგანიზმში გროვდება ჭარბი მარილი, ქსოვილებში მიმდინარეობს სხვადასხვა ანთებითი პროცესები და ადამიანს აწუხებს სითხის დაგროვება.

ანთების განვითარების მიზეზი მხოლოდ მარილის გამოყენება არ არის. გაჯერებული ცხიმები, შაქრიანი სასმელები, ტკბილეული, თეთრი ფქვილი – ყველა ეს პროდუქტი იწვევს ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების დარღვევას. ამიტომ, უარი თქვით მათ მიღებაზე.

კვების ყოველდღიურ რაციონს დაამატეთ შემდეგი საკვები პროდუქტები: ხახვი, სატაცური, ოხრახუში, ნიახური,  სალათა, ბადრიჯანი, საზამთრო, მსხალი, ანანასი, ბანანი, ნესვი.

4. დალიეთ წყალი სწორად

რეკომენდებულია ყოველდღიურად მინიმუმ 2 ლ წყლის დალევა და აუცილებლად უნდა დალიოთ მცირე ყლუპებით, ნელ-ნელა. ამ გზით თავიდან აიცილებთ როგორც დეჰიდრატაციას, ისე სითხის დაგროვებას.

5. ყოველდღიურად ნახევარსაათიანი გასეირნება

ისეირნეთ ყოველდღიურად. რეგულარული გასეირნება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ჟანგბადის მიწოდებას ჩვენი სხეულის ყველა ნაწილში. ასეთი დასვენება ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და ვენების ელასტიურობის შენარჩუნებას.

რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფეხები უფრო მსუბუქი და დასვენებული გაქვთ. სწორი კვება, სტაბილური წონა და აქტიური ცხოვრების წესი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შეშუპება და სითხის შეკავება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!