შვრიის სასმელი დაუბრუნებს ახალგაზრდობას სახსრებს და განაახლებს სისხლის უჯრედებს

1093

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, დაგჭირდებათ მხოლოდ შვრია და წყალი. შვრიის მარცვლები უნდა შეიძინოთ ორის სახის: გასუფთავებული და გაუსუფთავებელი (კანთან, ჩენჩოსთან ერთად).

შეურიეთ ორივე სახეობის შვრია ერთმანეთში თანაბრი რაოდენობით და დაფქვით ყავის საფქვავის გამოყენებით. 3 ს.კ. მზა ფხვნილს დაასხით 500 მლ წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

როდესაც ნარევი წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და დატოვეთ კიდევ 15 წუთით. მიეცით მასას დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად, შემდეგ კი გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით. შეეცადეთ, კარგად გაწუროთ დამბალი მარცვლები.

მზა ნახარში მიირთვით დღის ნებისმიერ დროსა და მონაკვეთში, როდესაც წყურვილის შეგრძნება შეგაწუხებთ. პირადად მე მას დღეში 2 ჩაის ჭიქის ოდნოებით ვსვამ.

ამ სასმელი მირთმევიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ: დაგეუფლებათ სიმსუბუქის შეგრძნება, გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შეგიმსუბუქდებათ სასრების ტკივილი და ა.შ.

შვრიის სასმელი ძალიაან სასარგებლია ჩვენი გულ-სისხძარღვთა სისტემისთვისაც. ის წმენდს სისხლს და აუმჯობესებს მის შემადგენლობას, ამარაგებს ორგანიზმს მისი პრაქტიკულად ყველა სისტემის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.