თუ რა პოზაში ზიხართ, მოვითხრობს ბევრს თქვენს შესახებ

13350

არსებობს მრავალი ისეთი ქცევა, რომელსაც გაუთვითცნობიერებლად ჩავდივართ. სწორედ ამ ქცევებსა და მანერებს შეუძლია ჩვენი პიროვნებისა და ქვეცნობიერის შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტის მოთხრობა.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სახალისო ტესტს, თუ რას გვიამბობს ჯდომის პოზა და მანერა თქვენი პიროვნული თვისებებისა და ხასიათის შესახებ.

A ვარიანტი

ადამიანებს, რომელთა ჯდომის მანერას A ვარიანტი შეესაბამება, ჩვეულებისამებრ, მომავალი საერთოდ არ ადარდებთ. მათ არ უყვართ ნაბიჯების წინასწარ დაგეგმვა და იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.

ბუნებით ეს ადამიანები საკმაოდ პოზიტიურები და სპონტანურები არიან. ისინი ცხოვრობენ დღევანდელი დღით და ნაკლებად ფიქრობენ, თუ რა იქნება ხვალ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ წარმოსახვის საოცარი უნარი გააჩნიათ, არიან შემოქმედობითობის ნიჭით გამორჩეულები და უყვართ ბევრი საუბარი. ხანდახან ისინი ჯერ ამბობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ თავიანთ სიტყვებზე.

B ვარიანტი

ადამიანებს, რომელთა ჯდომის მანერას B ვარიანტი შეესაბამება, იდეები არასდროს ელევათ. ისინი ინტროვერტები არიან, რადგან საკუთარ ფიქრებს სხვას ვერასდროს ანდობენ.

ამ ადამიანებს არაჩვეულებრივად გამოსდით ფულის გამომუშავება, რაც, გარკვეულწილად, შრომისმოყვარეობის შედეგიც არის.

მიუხედავად ინტროვერტობისა, ისინი კარგი თანამოსაუბრეები არიან და ყოველთვის მოეპოვებათ თქვენთვის ღირებული რჩევა.

ეს ადამიანები არასდროს დაელოდებიან ორშაბათ დღეს ან სულაც ახალ წელს, რათა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ, რადგან ამის გაკეთება დღესვეა შესაძლებელი!

მათი იმიჯი, ელეგანტურობა და ინტელექტი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს. ეს ადამიანები ნებისმიერ სიტუაციაში გაგიგებენ, გითანაგრძნობენ და დაგეხმარებიან, თუ მეგობრად მიაჩნიხართ. თუ გვერდში მსგავსი ადამიანი გყავთ, არასდროს გაუშვათ ის თქვენი ცხოვრებიდან.

C ვარიანტი

ადამიანებმა, რომელთაც ჯდომის მსგავსი მანერა ახასიათებთ, ზუსტად იციან, თუ რა უნდათ ცხოვრებაში. მათ ბოლომდე აქვთ შესწავლილი თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეები, რასაც საკუთარი კეთილდღეობისთვის წარმატებით იყენებენ.

ეს ადამიანები ექსტრავერტები არიან და ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათი დამოკიდებულება ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების მიმართ საკმაოდ რთულია, რადგან არიან ზედმეტად წუნიები და ყოველთვის სურთ, გამოიყურებოდნენ ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად.

ხშირია მათ ცხოვრებაში ქაოსი და არეულობა, რაც მათივე ბუნებითა და ხასიათით არის განპირობებული. უყვართ ინიციატივის გამოჩენა და ზოგჯერ არიან ქედმაღლები, თუმცა გულის სიღრმეში ისინი ძალიან კეთილები და მეგობრულები არიან.

D ვარიანტი

ადამიანები, რომელთაც ამ პოზაში ჯდომა უყვართ, ჩვეულებისამებრ, ძალიან კეთილები, გულწრფელები და პოზიტიურები არიან. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მათში სიკეთისა და ბოროტების ბალანსი იდეალურად არის დაცული.

თუ ამ ადამიანებს მწყობრიდან გამოიყვანთ, სჯობს, დაიმალოთ, რადგან კარგი არაფერი მოხდება. ამის მიუხედავად, თუ ამ კატეგორიის ადამიანს მეგობრად მიაჩნიხართ, ის ყოველთვის პირველი იქნება, ვინც გასაჭირში გვერდში დაგიდგებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ არაჩვეულებრივად გამოსდით სიყვარულიც და ზიზღიც.

მაღალი ინტელექტით, დადებითი აურით, იუმორის საოცარი შეგრძნებითა და მეგობრულობით გამორჩეული ეს ადამიანები მხოლოდ დადებითად იმოქმედებენ თქვენს ცხოვრებაზე, თუ თქვენგან მეგობრულ განწყობასა და დამოკიდებულებას იგრძნობენ.

E ვარიანტი 

ადამიანები, რომელთაც ამ პოზაში ჯდომა უყვართ, ძალიან ემოციურები და ვნებიანები არიან. ბუნებამ ეს ადამიანები ლიდერული თვისებებით დააჯილდოვა. ორგანიზებულობა და ამბიციურობა – ის, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.

პერფექციონიზმისაკენ მიდრეკილი ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანები და დაკვირებულები არიან ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანების მიმართაც კი.

ქარიზმატულობა, მაღალი ინტელექტი, გონებაგამჭრიახობა, სამართლიანობა, სიმკაცრე – მათთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები.

ისინი ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ საკუთარ იმიჯსა და ფიზიკურ ფორმას. მათი მიზანია, გამოიყურებოდნენ ყოველთვის შეუდარებლად.

ჯდომის როგორი მანერა გახასიათებთ თქვენ? რამდენად შეესაბამება თქვენი პიროვნების ასეთი დახასიათება რეალობას?