სისხლძარღვებში თრომბების არსებობის ნიშნები და პრობლემის გადაჭრის გზა

19963

თრომბი – ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პრობლემა, რომელმაც შეიძლება საბედისწერო განაჩენი გამოგვიტანოს.

რატომ ყალიბდება თრომბები? ასე ჩვენი სხეული ცდილობს დაზიანებული სისხლძარღვების ”შერემონტებას”, თუმცა არასწორად ფორმირებულ თრომბს უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგალითად, თუ თრომბი ჩნდება არასასურველ ადგილას, ის ხელს უშლის სისხლის მოძრაობას, რაც იწვევს სერიოზულ პრობლემებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ ადამიანებმა არ იციან იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც თრომბების ჩამოყალიბებას ახლავს თან, რის გამოც ისინი დროულად ვერ ავლენენ პრობლემას, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებით სრულდება. გარდა ამისა, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, თუ რა ფაქტორებს მივყავართ თრომბების წარმოქმნამდე.

თრომბების წარმოქმნის მიზეზები

  • გულის მდგომარეობა: წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), გულის რიტმის დარღვევა.
  • ორსულობა და პირველი 6 კვირა მშობიარობის შემდეგ.
  • კონტრაცეპტების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ესტროგენს.
  • ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, რომელიც შეიცავს ესტროგენს.
  • ხანგრძლივი დროით უმოძრაოდ ყოფნა: ფრენები შორ მანძილზე, დიდი ხნით ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა.
  • სერიოზული ოპერაციები, მათ შორის გიფსის დადებაც კი, როდესაც პაციენტს დიდი ხნით მოძრაობა აქვს შეზღუდული.
  • ძვლის მოტეხილობა ან კუნთების სერიოზული დაზიანება.
  • სიმსივნე და მისი მკურნალობა.
  • გაცხიმოვნება.

თრომბების წარმოქმნის სიმპტომები

როდესაც თრომბი ყალიბდება ღრმად განთავსებულ ვენაში, ადგილი აქვს ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზს. თავდაპირველად, როდესაც წარმოიქმნება ბალთები, თავს იჩენს შეშუპება სხეულის კონკრეტულ ნაწილში, ხოლო ტკივილი, რომელსაც ამდროს განვიცდით, ძალიან ჰგავს სპაზმურ ან კრუნჩხვით ტკივილებს.

იმ ადგილას, სადაც თრომბოზი ჩნდება, კანი იცვლის ფერს: ის მოწითალო ან მოლურჯო ხდება. თუ თქვენ ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აგეღნიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

თრომბს შეუძლია დააზიანოს ვენა და მოხვდეს ფილტვში, რის გამოც აუცილებელია ამ პრობლემის დროული გამოვლინება და მის გადასაჭრელად გარკვეული ზომების მიღება. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, აუხსნელი ხველება, რომელსაც შეიძლება სისხლიც ახლდეს თან.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

მკურნალობა

მას შემდეგ, რაც ექიმს ესტუმრებით და დაადგენთ თრომბების ადგილმდებარეობას და მათი წარმოქმნის მიზეზს, დაგენიშნებათ სპეციალური მკურნალობა, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ქირურგიული ჩარევით დასრულდეს. თრომბების მოსაშორებლად ხშირად მიმართავენ ანტიკოაგულაციურ წამლებს, რომლებიც ათხელებს სისხლს.

პროფილაქტიკა

იმისთვის, რომ მიიღოთ საპროფილაქტიკო ზომები, აუცილებელია გულისყურით მოეკიდოთ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს: სისხძარღვების დაავადებები, მოწევა, ჭარბი წონა, ამაღლებული არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და დიაბეტი. ასევე აუცილებელია იცოდეთ პერსონალური რისკ-ფაქტორების შესახებ: მემკვიდრეობითობა და სიმპტომების აღმოჩენა ოჯახის რომელიმე წევრში.

ყველაზე მარტივი მეთოდი თრომბების წარმოქმნის თავიდან ასარიდებლად – რაც შეიძლება ბევრი მოძრაობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!