მიუხედავად ხშირი წმენდისა, ჩემს მიკროტალღურ ღუმელს საშინელი სუნი გაუჯდა. მეგობრის ეს რჩევა ჩემთვის საუკეთესო პრაქტიკად იქცა

140

მიკროტალღური ღუმელი სამზარეულოს სავალდებულო ნივთად იქცა, რადგან მარტივი გამოსაყენებელია და მნიშვნელოვნად აიოლებს ცხოვრებას.

მიკროტალღური ღუმლის გაწმენდა თქვენი დასუფთავების რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რადგან მარტივად ბინძურდება ცხიმის შხეფებით, საკვების ნარჩენებით და თუ რეგულარულად არ გავწმენდთ ამ მეტად საჭირო მოწყობილობას, წარმოიქმნება უსიამოვნო სუნი და ჩამჯდარი ცხიმებისა და ჭვარტლის მოშორებაც გაგიჭირდებათ. მიკროტალღური ღუმლის გასაწმენდად არ არის რეკომენდებული ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება, რადგან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს მავნე ქიმიკატების კვალის აღმოფხვრა.

შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომელიც არ გულისხმობს სინთეზური საწმენდი საშუალებების გამოყენებას. ბუნებრივი, ბიუჯეტური და უსაფრთხო ინგრედიენტებზე დაფუძნებული ხრიკის საშუალებით ღუმლის გაწმენდა ძალიან გაგიმარტივდებათ.

დაგჭირდებათ:

  • მინის საშუალო ზომის თასი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს. კ. ძმარი (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი)
  • 1 ცალი ლიმონი
  • ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ინსტრუქცია:

თასში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ძმარი, აურიეთ, ჩაყარეთ ლიმონის ნაჭრები და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. ღუმელი 5 წუთით ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ღუმელი არ გააღოთ კიდევ 2-3 წუთი. სითბური ეფექტი მთლიანად არბილებს ნებისმიერ დაბინძურებას და ღრუბლის საშუალებით ძალიან მარტივად გაწმენდთ ღუმელს. ბოლოს გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით და თქვენი ღუმელი ახალივით იბრწყინებს.

როგორც ხედავთ, უმაარტივესი და უსაფრთხო ინგრედიენტებით რამდენიმე წუთში მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.