როგორ იხსნა ჭინჭარმა ჩემი სახსრები. თუ თქვენც ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, აუცილებლად გირჩევთ

3864

დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ რეცეპტი, რომელმაც სახსრების ტკივილისგან მიხსნა. ძლიერი ტკივილები არაერთი წელი მაწუხებდა. მიუხედავად მრავალი მცელობისა, პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი. მოგვიანებით ერთმა ჩემმა თანასოფლელმა ხნიერმა ქალბატონმა, რომლის დედაც ჩვენს სოფელში ცნობილი ექიმბაში იყო, საინტერესო რჩევა გამიზიარა. მან შემომთავაზა სახსრების მკურნალობა უბრალო ჭინჭრის გამოყენებით. სიმართლე გითხრათ, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობლი, თუმცა სწორედ ჭინჭარი აღმოჩნდა ის ერთადერთი საშუალება, რომელმაც გაამართლა და სასურველი შედეგი მომცა.

ყველაზე ხშირად სწორედ ამინდის ცვლილებების პარალელურად მეწყებოდა მუხლების გაუსაძლისი ტკივილები. მრავალი მალამოსა და სააფთიაქო აბის მიღების მიუხედავად, დისკომფორტის საშინელ შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი.

თანასოფლელი ქალბატონის რჩევით, 1 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს მუხლებს ჭინჭრით ვისუსხავდი და ზემოდან ვიხვევდი. მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა და მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ამინდია, სახსრების ტკივილი უბრალოდ გაქრა და უკან აღარც დაბრუნებულა!

რატომ არის ჭინჭარი ასეთი სასარგებლო სახსრებისთვის? 

ექიმბაშები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ჭინჭარი სამკურნალოდ შემდეგი დაავადებების დროს: რევმატიზმი, პოდაგრა, დამბლა, პლევრიტი და ა.შ. სხეულის შესაბამისი მონაკვეთები უბრალოდ რეგულარულად უნდა დავისუსხოთ ჭინჭრით.

ჭინჭარში შემავალი მწველი ნივთიერებები, ჰისტამინი და ჭიანჭველას მჟავა სხეულის ზედაპირზე შეხებისას განაპირობებს მის შეწითლებას, წვის მსუბუქ შეგრძნებას და სისხლის უხვ მიდინებას სხეულის ამ მონაკვეთისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია ჩამოთვლილი დაავარებების მკურნალობის დროს.

ხახლურ მედიცინაში ძალიან აფასებენ ჭინჭრის წვენსაც. მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, თუმცა თავადვე შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში.

ჭინჭარი არაჩვეულებრივი საშუალებაა ხნიერი ადამიანებისთვის საკუთარი ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რადგან ის ააქტიურებს ყველა ორგანოს მუშაობას და ზრდის ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.

ხალხურ მედიცინაში ჭინჭრის ფოთლების ნაყენს იყენებენ შარდმდენი საშუალების სახითაც. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 10 წუთით, შემდეგ წურავენ და მზა სითხეს იღებენ დღეში 8-10 სუფრის კოვზის ოდენობით.

ჭინჭრის ჩაი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც თავიდან გვარიდებს უამრავ სერიოზულ დაავადებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ჭინჭარი შეიცავს 20-ზე მეტ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს, მისი ჩაის მირთმევა რეკომენდებულია ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის და ორგანიზმში მინერალების მარაგის შესავსებად. გარდა ამისა, ეს სასმელი გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და საიმედოდ დაგიცავთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლეემბისგან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჭინჭარი ზრდის ჰემოგლობინის შემცველობას სისხლში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალბატონების ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის ჩაი?

2 ჩაის კოვზ კარგად დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთლებს და ფესვებს დაასხით 1/5 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით ეს ჩაი თბილ მდგომარეობაში ყოველ დილას და საღამოს, 4 კვირის განმავლობაში.

ახლა თქვენ უკვე იცით ყველაფერი ჭინჭრის სასარგებლო თვისებების შესახებ. თუ გამოგყენებიათ ის სამკურნალო მიზნით, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით.

არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რომლებზეც ზრუნავთ!