მოამზადეთ და მიიღეთ ნიახურის წვენი ამ ინსტრუქციით, რათა გათავისუფლდეთ პოდაგრისგან, შეიმციროთ შაქრის დონე და სახსრების ტკივილი

5214

ნიახურის წვენის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ეს უნიკალური პროდუქტი ამცირებს ჰიპერტენზიას, შაქრის დონეს, აქვეითებს მადას, საგრძნობლად გვიმსუბუქებს ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნებას პოდაგრის დროს, ამარაგებს ჩვენს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და ა.შ.

ნიახური წარმოადგენს A, B1, B2, B6 და C ვიტამინების, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის, ფოსფორის, რკინის, ნატრიუმისა და ამინომჟავების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის.

ნიახურის წვენი ნატურალური, ორგანული ნატრიუმით მდიდარი პროდუქტია. განსხვავებით სუფრის მარილისგან, ამ პროდუქტში შემავალი ორგანული მარილი არ წარმოადგენს საფრთხეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სისხლის მაღალი წნევა აწუხებთ.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ნიახურის უნარს, დაარეგულიროს და შემაციროს არტერიული წნევა. სხვა ნატურალურ წვენებთან მისი კომბინირებით ჩვენ ვიღებთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც კურნავს და თავიდან გვარიდებს არაერთ სერიოზულ დაავადებას.

ნიახურის წვენის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

  • მჟავიანობა – ეს სუპერ-პროდუქტი შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებიც არეგულირებს ჩვენი ორგნიზმის pH დონეს და ანეიტრალებს მჟავა გარემოს.
  • სპორტსმენები – ნიახურის წვენი ძალიან სასარგებლო პროდუქტია სპროტსმენთათვის, რადგან ის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით საჭირო მინერალებს და გვეხმარება ძალების აღდგენაში მძიმე ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შემდეგ.
  • სისხლის წნევა – ნიახური შეიცავს ორგანულ ნატრიუმს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას. რეგულარულად მისი წვენის მირთმევით, თქვენ შეძლებთ სისხლის წნევის დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებასა და სისხლის ნორმალური მიმოქცევის პროცესის სტიმულირებას.
  • კიბო – ნიახური მდიდარია იმ ბუნებრივი შენაერთებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამორავლებას. ფენოლური მჟავები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ის, ბლოკავს პროსტაგლანდინების ქმედებას, რომლებიც პროვოცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას. კუმანირები – ნიახურში შემავალი კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს ჩვენს სხეულში.
  • ქოლესტერინი – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიახურის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად..
  • მსხვილი ნაწლავისა და კუჭის კიბო – ფიტოქიმიური კუმანირები, რომლებსაც ჭარბად ვხვდებით ნიახურში, თავიდან გვარიდებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
  • ყაბზობა – ამ პროდუქტისათვის დამახასიათებელია მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, რის ხარჯზეც ის თავიდან გვარიდებს ყაბზობასა და მეტეორიზმს.
  • შარდმდენი – ნიახურის წვენი საკმაოდ ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც გვაშორებს ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან.
  • ანთება – ნიახური წარმოადგენს პოლიაცეტილენის საკმაოდ დიდ წყაროს, რომელიც ეფექტურად ებრძვის და ახშობს ანთებას. სწორედ ამ მიზეზის გამო, ეს წვენი უნდა მიირთვათ რეგულარულად ასთმის, პოდაგრის, ბრონქიტის, რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს.
  • თირკმელები – ნიახურის წვენი ეფექტურად გამოდევნის სხეულიდან ტოქსინებს და აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას.
  • ნერვული სისტემა – ნიახური შეიცავს ორგანულ მინერალებს, რომელთაც დამაშვიდებელი გავლენა აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს წვენი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უძილობა აწუხებთ.
  • კენჭოვანი დაავადებები – მისი შარდმდენი თვისებების გამო, ნიახური ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

როგორ მივიღოთ ნიახურის წვენი? 

შეაჩერეთ არჩევანი მწვანე ფერის ნიახურზე, რომელსაც სქელი ღეროები აქვს. შეინახეთ ის აუცილებლად მაცივარში პოლეთილენის პარკით ან ჰერმეტულად დახურული კონტეინერით. ნიახურის ახლადგამოწურული წვენი უნდა მიიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ რამდენიმე კვირიანი შესვენება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!