სხეულის ენა: იპოვეთ მატყუარა! თქვენი აზრით, რომელი ქალბატონი ცდილობს თქვენგან სიმართლის დამალვას

3796

გთავაზობთ საინტერესო დავალებას, რომელიც სხეულის ენის ცოდნას ეხება. დღეს ჩვენ ქალის ჟესტების ამოცნობას ვეცდებით. თქვენც გამოსცადეთ საკუთარი თავი ჩვენთან ერთად – გაარკვიეთ, რომელი ქალი გიმალავთ რაღაც მნიშვნელოვანს.

ყურადღებით დააკვირდით ნახატს და იპოვეთ მატყუარა. თქვენი აზრით, რომელი უფრო უხდება მატყუარას როლს?

უკვე იცით, რომელი ქალი გიმალავთ რაღაცას? მაშინ შეამოწმეთ თქვენი ინტუიცია და სხეულის ენის ცოდნა.

ვეძებთ მატყუარას

1. ეს ქალბატონი, დიდი ალბათობით, თქვენს მოტყუებას არ აპირებს. გახსნილი ხელის გულების ჟესტი მიუთითებს გულწრფელობისთვის მზადყოფნაზე. თუმცა, ზოგიერთი ორატორი ამ ჟესტს სპეციალურად იყენებს, რათა ხალხს გულწრფელობის განცდა გაუჩნდეს. ჩავთვალოთ, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა.

2. ეს ლამაზმანი საკმაოდ საეჭვოა. ყურადღებით დააკვირდით: იგი ისრესს ყურს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი ტყუილის ან, მინიმუმ, ფანტაზიორობისთვის მზადაა. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ის იყოს მატყუარა.

3. ეს ლედი საკმაოდ ჩართულია საუბარში. იგი ყურადღებით უსმენს და კრიტიკულად აფასებს ნათქვამს. ამაზე მეტყველებს ჟესტი, როცა ნიკაპი ხელს ეყრდნობა. ეს ჩვენი ვარიანტი ნამდვილად არაა.

4. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე ნამდვილ მატყუარასთან გვაქვს! სხეულის ენის მცოდნეებმა იციან, რომ როცა ხელი პირს ეფარება, ადამინი რაღაცას მალავს ან იტყუება.

ჩვენ ერთი კი არა, ორი მატყუარა ვიპოვეთ: ქალბატონები 2 და 4 ნომრით.