როგორ გამოვდევნოთ სხეულიდან ზედმეტი მარილები ბოლომდე და თავიდან ავირიდოთ კენჭების ფორმირება

1739

ეს ჩაი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, მოგაშორებთ ზედმეტ მარილებს სხეულიდან და საიმედოდ დაგიცავთ შარდის ბუშტისა და თირკმელების კენჭოვანი დაავადებისგან.

მზესუმზირის ფესვების ჩაი – ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ეფექუტრი საშუალება სხეულის გასატუტოვანებლად და ორგანიზმიდან უხნსადი მარილების მოსაშორებლად.

მზესუმზირის ფესვების ჩაის სვამენ საკმაოდ დიდი ულუფებით ერთი თვის განმავლობში. მარილების მოშორების პროცესი იწყება ამ სასმელის ყოველდღიური მიღებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ და ეს პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ შარდი ბოლომდე გამჭვირვალე არ გახდება.

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი მარილები სხეულიდან?

3 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირის ფესვები, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. ხარშეთ ნარევი დუღილის დაწყებიდან 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გადაწურეთ. დაიწყეთ გაგრილებული სასმელის მიღება პატარ-პატარა ყლუპებით. 3 ლიტრი სითხე, რომელსაც მიიღებთ, უნდა იმყოფინოთ 2-3 დღის განმავლობაში.

მზესუმზირის უკვე მოხარშული ფესვები შეგვიძლია გამოვიყენოთ მეორე და მესამე ულუფის მოსამზადებლად. მეორე ულუფის მზადებისას, ფესვები უნდა ვხარშოთ კვლავ სამ ლიტრ წყალში, თუმცა ამჯერად 5 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება მესამე ულუფას, ხარშვის ხანგრძლივობა 15 წუთამდე უნდა გავზარდოთ.

თუ ამ სასმელს 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღებთ, შეძლებთ სხეულიდან დაახლოებით 2-3 კგ მარილის მოშორებას.

მზესუმზირის ფესვების ჩაის მიღების დროს თქვენ კვების რაციონიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ცხარე და ზედმეტად მარილიანი საკვები.

გარდა უხსნადი მარილების მოშორებისა და კენჭების ფორმირების პროფილაქტიკისა, მოცემული სასმელი მოგაშორებთ მავნე ნარჩენებს სხეულიდან და გაგიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური რეცეპტი. ნებისმიერი საშინაო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რათა გამორიცხოთ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.

ძალაინ დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!