
კანს ახალგაზრდობა და სილამაზე ღრმა სიბერემდე რომ შევუნარჩუნოთ, რეგულარულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები მის მოსავლელად, ვიცხოვროთ ჯანსაღად და ვიკვებოთ სწორად.
გარდა მავნე ჩვევებისა და დაბერებისა, ჩვენს კანზე ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს არაჯანსაღ საკვებსა და დაბინძურებულ საცხოვრებელ გარემოს. თუ დიდხანს გიწევთ მზეზე ყოფნა, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი კრემები, რათა თავიდან აირიდოთ ლაქების ფორმირება და მათი გამუქება.
როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც სახეზე პირველი ნაოჭები იწყებს გაჩენას? მართალია, ჩვენთვის, ქალბატონებისთვის რეგულარულად სალონში სიარული და სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება, თუმცა ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს.
საბედნიეროდ, არსებობს ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის ძალიან ეფექტური ალტერნატივა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
იაფი, ხელმისაწვდომი და ჩვენი ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხო ინგრედიენტების კომბინირებით მიიღებთ საშუალებას, რომელიც თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაჩენას და გაღრმავებას, საგრძნობლად შეამცირებს ზომაში უკვე არსებულ ნაოჭებს, მოგაშორებთ ლაქებს, გაგიღიავებთ კანს, გაათანაბრებს მის ტონს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
დაგჭირდებათ:
- საჭმელი სოდა
- ვაშლის ძმარი
- თაფლი
- ნახევარი ლიმონი
მომზადების წესი:
- ნახევარ ჩაის ჭიქა თაფლში დამატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 3-4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
- სოდისა და ძმრის ურთიერთმქედებისას მასა შეიძლება აქაფდეს, რაც სავსებით ნორმალურია.
- ჩაწურეთ ნარევში ნახევარი ლიმონი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- კანი გამაახალგაზრდავებელი საშუალება მზად არის!
გამოყენების წესი:
- კარგად დაიბანეთ და გაიწმინდეთ სახის კანი, რათა არ დაგრჩეთ კოსმეტიკის ნარჩენები.
- წაისვით მომზადებუი მასა საშუალო სისქის ფენად კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით.
- ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყალით, შემდეგ კი დაიმუშავეთ კანი ყინულის კუბიკებით, რათა ფორები დაიხუროს.
- ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა კვირაში 2-ჯერ.
ამ ნიღბის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება. გარდა კანის ტონის გათანაბრებისა და ლაქების გაღიავებისა, ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი ნაკლებად შესამჩნევს გახდით.
თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!