როგორ შევიმციროთ ქოლესტერინის დონე, გავიწმინდოთ სისხლძარღვები და გავიძლიეროთ გულის კუნთი

2630

ნიორი სრულიად დამსახურებულად ფლობს ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტის ტიტულს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება დაიწყეს შუმერებმა ჯერ კიდევ ჩვ. წ. 2300 წელს.

ნიორში შემავალი აქტიური კომპონენტი, რომელსაც ალიცინის სახელწოდებით ვინობთ, ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის ეფექტურად უმკლავდება ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, თავიდან გვარიდებს მავნე მიკრობებისა და ბაქტერიებს ზრდა-გამრავლებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და საიმედოდ გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან. თუ ყოველდღიურად ერთ კბილ ნიორს მაინც მიირთმევთ, შეძლებთ წნევის მაჩვენებელის დაახლოებით 15 ერთეულით შემცირებას.

გაითვალისწინეთ, რომ ნიორი, რომელიც ინახებ ოთახის ტემპერატურაზე, 8 თვის შემდეგ სრულიად კარგავს მის ფინტონციდურ თვისებებს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ნივრის სასარგებლო და სამკურნალო პოტენციალი, ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ საკმაოდ ეფექტურ რეცეპტს.

ლიმონის, თაფლისა და ნივრის ნაყენი

  1. კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით რაც შეიძლება წვრილად 4 თავი ნიორი.
  2. დაჭერით პატარა კუბიკებათ 6 საშუალო ზომის ლიმონი (თავის კანთან ერთად).
  3. დაქუცმაცებული ნიორი და ლიმონი ჩაყარეთ მინის 3 ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ 200 გრამი თაფლი და შეავსეთ პირამდე ანადუღარი წყალით.
  4. კარგად ამოურიეთ, ქილას დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში.
  5. დააყოვნეთ ეს ნაზავი 4 დღე-ღამის განმავლობაში.

დაყოვნებულ მასას კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და დაიწყეთ მისი დალევა 1/4 ჩაის ჭიქის ოდენობით ყოველ დილას, საუზმობამდე 20 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნაზავის ამოწურვამდე.

ნივრის, ლიმონისა და თაფლის ეს სამკურნალო საშუალება ძალზედ ეფექტურია სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად, გულის კუნთის გასაძლიერებლად და ორგანიზმის საერთო ტონუსის ასამაღლებლად.

ნივრის სპირტნაყენი სიხლძარღვების გასაწმენდად

  1. დაგჭირდებათ 350 გრმი კანისაგან გასუფთავებული და გულამოცლილი ნიორი.
  2. კარგად დანაყეთ ის, გადაიტანეთ მიღებული ფაფა მინის ქილაში და დაასხით 200 მლ სამედიცინო სპირტი.
  3. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ეს საშუალება 10 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას.
  4. დაყოვნებული მასა გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით და გააჩერეთ დატოვეთ დასაყოვნებლად კიდევ სამი დღით.

დაიწყეთ მისი მიღება ცივ რძესთან ერთად დაძინები წინ. ნახევარ ჩაის ჭიქა რძეში გახსენით ეს ნაყენი რამდენიმე წვეთის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.

ამ დროში თქვენ არა მხოლოდ გაიწმენდთ სისხლძარღვებს, არამედ მოიშორებთ მავნე ნარჩენებს სხეულიდან, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და გაიძლიერებთ იმუნიტეტს.

ძალიან დიდი იმედი მაქვ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!