აქტივირებული ნახშირი მხოლოდ საჭმლის მონელებას როდი აწესრიგებს. გთავაზობთ მისი გამოყენების რამდენიმე ხერხს

398

ნახშირი უძველესი დროიდან აქტიურად გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ჯერ კიდევ, ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ ნახშირის კომპრესებს ჭრილობების სადეზინფექციოდ და შესახორცებლად.

საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ნახშირს წყლის გასაფილტრად. აქტივირებული ნახშირი მე-18 საუკუნიდან გახდა აღიარებული ანტიდოტი.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ მოქმედებს აქტივირებული ნახშირი, როდესაც ვიღებთ საჭმლის მონელების პრობლემების დროს. აქტივირებული ნახშირი მოქმედებს, როგორც მაგნიტი. იზიდავს ტოქსინებს, დაბინძურებას და წმენდს ორგანიზმს.  ნახშირის ეს თვისება დაგეხმარებათ მეტეორიზმის, დისპეპსიის, ქიმიური ნივთიერებებითა და საკვებით მოწამვლითი ინფექციების დროს.

გარდა ამისა, აქტივირებული ნახშირის შავი აბები კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალებაა. წმენდს კანს ბაქტერიებისგან, ზემდეტი ცხიმისგან და არ აშრობს კანს.

შემოგთავაზებთ უებარი და ბიუჯეტური შავი აბების სარგებლის მცირე ჩამონათვალს და გაგიზიარებთ მისი გამოყენების  რამდენიემე მარტივ მეთოდს.

აქტივირებული ნახშირის ბაზაზე შეგიძლიათ მოამზადოთ სკრაბი, რომლის საშუალებით შინაურ პირობებში ჩაიტარებთ კანის პილინგს.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 1-2 ჩ. კ.
  • ნალექიანი ყავა ჩაის კოვზამდე
  • აქტივირებული ნახშირი 1 აბი

ინსტრუქცია: 

  1. აქტივირებული ნახშირის აბი  დაფშვენით, დაასხით ჩაის კოვზამდე წყალი და აურიეთ.
  2. შაქარს დაამატეთ ნალექიანი ყავა, ნახშირისა და წყლის ნარევი და კარგად აურიეთ. გამოიყენეთ მომზადებისთანავე. სკრაბი რამდენიმე წუთის გამავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე და შემდეგ დაიბანეთ.

აქტივირებული ნახშირისა და გაგრგრის კურკის ზეთის კომბინაციის ტამპონები ხსნის თვალების ქვეშ შეშუპებას.

ნახევარ ჩაის კოვზამდე გარგრის კურკის ზეთს შეურიეთ 1 აბი აქტივირებული ნახშირის ფხვნილი. დაგჭირდებათ მარლის 2 ტამპონი. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად და წაუსვით ტამპონის ნახევარზე. შემდეგ გადმოაფარეთ მეორე ნახევარი (მასა შიგნით მოაქციეთ).  თვალები დახუჭეთ და ტამპონები დაიდეთ ქვედა ქუთუთოებზე. გაიჩერეთ 10 წუთი.

აქტივირებული ნახშირის 1 აბი წმინდად დაფშხვენით და შეურიეთ საბავშვო კბილის პასტას. კბილები გაიხეხეთ რეგულარულად სასურველი შედეგის მიღებამდე. შეძლებთ კბილების რამდენიმე ტონით გათეთრებას. პროცედურის ბოლოს რამდენჯერმე გამოივლეთ წყალი, ნახშირის ნარჩენები არ უნდა დაგრჩეთ კბილებს შორის.

თუ თქვენმა ოთხფეხა მეგობობარმა დაგკაწრათ, გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი. დაგჭირდებათ 3 აბი აქტივირებული ნახშირი და 1 ჩ. კ. წყალი. წყალი დაასხით ნახშირს, დაფშხვენით და კარგად აურიეთ. მოამზადეთ მარლის ტამპონი. მომზადებული მასა დაიტანეთ მარლის ტამპონის ნახევარზე. შემდეგ გადმოკეცეთ დარჩენილი ნაწილი, ანუ მასა შიგნით მოაქციეთ და ცოტა ხნით შედეთ საყინულეში. გაყინული ტამპონი დაიდეთ ნაკაწრზე. ამ გზით ჩაიტარებთ დაზიანებული ადგილის დეზინფექციას და ხელს შეუწყობთ შეხორცებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!