ყოველთვიურად მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება სახლისთვის სარეცხი საშუალებების შეძენაზე. მაგრამ სამწუხაროდ, ძვირადღირებული ხსნარებიდანაც ყოველთვის ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს. გირჩევთ, თქვენი ხელით მოამზადოთ უნივერსალური გელი. ბაზად შეგიძლიათ ყველაზე იაფი ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება. ეფექტი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
უნივერსალური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი გელი
- 1 ჭიქა წყალი
- 2 ს. კ. მარილი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და უნივერსალური გელი მზად არის.
ის ეფექტურად წმენდს სამზარეულოს ნიჟარას, მიმწვარ ქვაბებს, ტაფებს, დაუბრუნებს ბზინვარებას დანა-ჩანგალს, კოვზებს.
ხელნაკეთი გელი ადვილად უმკლავდება სააბაზანოში სანტექნიკისა და სხვა აქსესეუარების დასუფთავებას.