ხელების კანი ძალიან ნაზი და გლუვი რომ იყოს, კვირაში 1-ხელ ამ ნიღაბს ვიყენებ. პიგმენტურ ლაქებს საერთოდ დაივიწყებთ

5730

ჩვენს რეალურ ასაკს პირველი სწორედ ხელები გასცემს. მაშინ, როდესაც სახის კანის მოვლა და სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტების შენიღბვა ან მათი აღმოფხვრა სპეციალური საშუალებების გამოყენებით სავსებით რეალურია, ხელების კანის შემთხვევაში საქმე გაციებით რთულადაა.

გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების, ასაკის მატებისა და საყოფაცხოვრებო შხამ-ქიმიკატებთან უშუალო კონტაქტისა და შეხების შედეგად კანი ჩვენს ხელებზე საგრძნობლად ზიანდება. თუ ისეთი უსიამოვნო მოვლენების თავიდან არიდება ან გადაგჭრა გსურთ, როგორიც ნაოჭების გაჩენა, კანის აქერცვლა და ლაქების გაჩენაა, დაუთმეთ კვირაში მხოლოდ 10 წუთი მარტივ პროცედურას, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ხელების კანის მოსავლელი საოცრად ეფექტური საშუალების არსებობის შესახებ!

ხელების მოვლა სახლის პირობებში

გარდა მზის ულტრაიისფერი სხივებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მავნე ზეგავლენისა, ძალიან ხშირია ხელების კანის მექანიკური დაზიანება. ცხიმის კანქვეშა ფენა, რომელსაც მსგავსი მექანიკური დატვირთვის შემსუბუქება შეუძლია, ხელებზე ძალიან თხელია, რის შედეგადაც კანი უკვე 20 წლის შემდეგ იწყებს დაბერებას.

უკვე 30-40 წლის ასაკში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით პიგმენტური ლაქების გაჩენის პრობლემასაც, რაც ჩვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ყველა ჩამოთვლილ პრობლემას მარტივად გაუმკლავდება ძალიან ეფექტური საშუალება, რომლის დამზადებასაც თავად შეძლებთ სახლის პირობებში.

ნიღაბი ხელებისთვის

ინგრედიენტები: 

  • 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია ზღვის)
  • 2 ს.კ. საჭმელი სოდა
  • 3 ს.კ. სახის ქაფი (ან ტანის გელი)

ინსტრუქცია: 

თუ არჩევანს ზღვის მარილზე შეაჩერებთ, ამ საშუალების მომზადებამდე რეკომენდებულია მისი დაფქვა ყავის საფქვავში. ყველა ინგრედიენტი უბრალოდ გააერთიანეთ და კარგად ურიეთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე.

მზა საშუალება კარგად შეიზილეთ ხელებში და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი 10 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ძალიან რბილი და ნაზი გახდება!

რატომ უნდა გამოვიყენოთ სწორედ ეს ნიღაბი? 

  • უკვე მესამე ან მეოთხე პროცედურის შემდეგ ხელებიდან არასასურველი თმა მოგშორდებათ.
  • სულ რაღაც 1 პროცედურაა საჭირო, რათა კანის ტონი ხელებზე გათანაბრდეს და ასაკობრივი ლაქები საგრძნობლად შემცირდეს. რეგულარული პროცედურების შედეგად პრობლემა სამუდამოდ წარსულში დარჩება.
  • თქვენი კანი საოცრად გლუვი, ნაზი და ხავერდოვანი გახდება.

მოგეწონათ სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!