მიირთვით დღეში 5 ცალი ნიგოზი, რათა თქვენს ორგანიზმში საოცარი ცვლილებები წარიმართოს! ამ სასარგებლო პროდუქტს აქვს დადებითი გავლენა მთელი ორგანიზმისა და პრაქტიკულად ყველა ორგანოს მუშაობაზე.
რატომ უნდა დავამატოთ ნიგოზი კვების ყოველდღიურ რაციონში?
- ასე შეიმცირებთ წელის გარშემოწერილობას;
- მოიწესრიგებთ ქოლესტერინის დონეს სისხლში;
- საგრძნობლად გაიუმჯობესებთ თავის ტვინის მუშაობას;
- თავიდან აირიდებთ გულის დაავადებებს;
- შეამცირებთ დიაბეტის განვითარების რისკს;
- გაიძლიერებთ თმასა და ფრჩხილებს;
- გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას;
- თავიდან აირიდებთ სხეულში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.
რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში ყოველდღიურად ნიგვზის მირთმევის შემდეგ?
ნიოგიზი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ამარგებს ჩვენს ორგანიზმს მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. თუ მას ყოველდღიურად მიიღებთ, იგრძნობთ ენერგიის საოცარ მოზღვავებას.
ნიგოზი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს ჩვენს ორგანიზმში. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ თავისუფალი რადიკალები წარმოადგენს გულის დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და გავრცელებულ მიზეზს.
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები – ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნიგოზი.
მთელი ორგანიზმის მუშაობა წესრიგდება ნიგვზის ყოველდღიურად მირთმევის შედეგად, რადგან ეს ნატურალური პროდუქტი თავიდან გვარიდებს არტერიების დაბინძურებასა და დაცობას.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ნიგოზი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც უნდა მივირთვათ გონივრული რაოდენობით. თუ მას ზომიერად მიიღებთ, შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და წონის კორექციას.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!