თუ ლაქები, ფორები და აკნე გაწუხებთ, მიმართეთ დახმარებისთვის ვაშლის ძმარს

14424

პიგმენტურლი ლაქებისა და ნაოჭების გაჩენა, გამონაყარი, კანის სიწითლე და ფორების დაბინძურება, შავი წერტილების ფორმირება, შეშუპება, შავი ტომრების წარმოქმნა – კანის გავრცელებული პრობლემები, რომელთა წინაშეც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავდგეთ.

რა თქმა უნდა კოსმეტიკური პრობლემებისა და დეფექტების გაჩენა ჩვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც დაუყონებლივ მივემართებით აფთიაქებში სპეციალური კოსმეტიკური პროდუქტების შესაძენად ან ვიტარებთ სხვადასხვა ძვირადღიებულ პროცედურებს.

ყველა ამ პრობლემას გაცილებით უკეთესად ებრძვის ხლემისაწვდომი და აბსოლუტურად ნატურლური პროდუქტი, რომელიც დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში. ვაშლის ძმარი – უნივერსალური საშუალება, რომელსაც ძალიან დადებითი გალვენა აქვს ჩვენს კანზე.

რატომ ვაშლის ძმარი?

ამ პროდუქტს ყველა ვიცნობთ კულინარიიდან, თუმცა მისი გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვაშლის ძმარს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე, რადგან ის ალფა-ჰიდროქსიმჟვებითა და ძმარმჟავით მდიდარი პროდუქტია. ამ მდიდარი შემადგენლობის ხარჯზე, მას აქვს დამამშვიდებელი გავლენა ჩვენს კანზე, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, ახშობს ანთებას და ა.შ.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ვშლის ძმარი კანის მოსავლელად?

დაწყებული გამონაყარიდან, დამთავრებული ეგზემათი, ვაშლის ძმარი საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას. გარდა ისეთი უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებისა, როგორიც კანის სიმშრალეა, მოცემული პროდუქტი აღადგენს pH ბალანს, გვემარება მკვდარი უჯრედების აქერცვლაში, ამცირებს ქავილს, ავიწროებს გახნის ფორებს, ატონიზირებს კანს და აშ.

ოთხი გავრცელებული პრობლემა, რომელთაც ვაშლის ძმრით მოაგვარებთ! 

ასაკობრივი ლაქები

ალფა-ჰიდროქსიმჟავები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლის ძმარი, დაგეხმარებათ კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაში. რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში ყველაზე მუქი ლაქების კი ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრება.

გამოყენების წესი: ბამბის დისკი კარგად დაასველეთ ვაშლის ძმარში და შეუდექით ლაქების დამუშავებას წრიული მოზრაობებით. გაიჩერეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი.

აკნე

ძმარმჟავა და ვაშლის მჟავა, რომელთაც ეს პროდუქტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, დაგეხმარებათ კანის ძირფესვიანად გაწმენდაში, მისი გაღიზიანების დამარცხებაში, სოკოვანი ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ბოლომდე განადგურებაში.

გამოყენების წესი: უბრალოდ კარგად დაიბანეთ სახის კანი ვაშლის ძმრის გამოყენებით, შემდეგ კი გადაივლეთ გრილი წყალი. უმჯობესი იქნება, თუ პროცედურის ბოლოს დამატენიანებელ კრემსაც გამოიყენებთ. ასე შეძლებთ კანის ანთების ჩახშობას, მავნე ბაქტერიების განადგურებას, სოკოვანი ინფექციების დამარცხებას და კანის საფარის ღრმად გაწმენდას.

ფორები

ვაშლის ძმრის დახმარებით მარტივად შეძლებთ გაფართოებული ფორების დახურვას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც დაგიცავთ კანის გამოშრობისგან და სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტების განვითარებისგან.

გამოყენების წესი: 1/2 ჩაის ჭიქა წყალს დაუმატეთ იგივე რაოდენობით ვაშლის ძმარი და რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბის დისკი და 2 წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყალით. თუ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.

მზის დამწვრობა

მზის დამწვრობის შედეგად გამოწვეულ ქავილისა და წვის აუტანელ შეგრძნებას მარტივად გაუმკლავდებით ვაშლის ძმრის დახმარებით. ეს ნატურალური პროდუქტი აჩქარებს კანის აღდგენის პროცესს და ამცირებს მის გაღიზიანებას.

გამოყენების წესი: შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ცივი წყალი და ვაშლის ძმარი. მიღებული საშუალება ფრთხილად შეიზილეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. გაიმეორეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე. გარდა უსიამოვნო შეგრძნებების შემცირებისა, ასე თავიდან აირიდებთ ნაწიბურებისა და ლაქების გაჩენას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი კანის მოსავლელად. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!