5 საშიში დაავადება, რომლის დროსაც ფინჯანი ყავის მირთმევა უბრალოდ აუცილებლობაა

8879

არსებობს ერთი საინტერესო სტატისტიკური კვლევა, რომლის თანახმადაც, ერთი დღის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.

სწორედ ამ ფაქტის გამო, ჰორვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის შესწავლა. 130 ათასი ადამიანის მონაცემების გაერთიანებით, მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ამ არომატული სასმელის გონივრულად მოხმარება იცავს ჩვენს ორგანიზმს არაერთი სერიოზული დაავადებისგან.

ყავის სასარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

1. გვიცავს მე-2 ტიპის დიაბეტისგან

ყავის მირთმევის შედეგად, ორგანიზმში უმჯობესდება ცილის გამომუშავების პროცესი, რომელიც ბოჭავს სტერიოდულ ჰორმონებს, ტესტოსტერონსა და ესტრადიოლს. ორივე ეს ჰორმონი ხშირად თამაშობს მნიშვნელოვან როლს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებაში.

იმისათვის, რომ დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით შემცირდეს, მამაკაცებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 3-6 ფინჯანი ყავა უნდა მიირთვან. იგივე რაოდენობით ამ არომატული სასმელის მირთმევის შედეგად, ქალბატონებში დიაბეტის განვითარების რისკი დაახლოებით 30%-ით მცირდება.

2. თავიდან გვარიდებს ღვიძლის დაავადებებს

დღეში 2 ფინჯანი ყავის მირთმევის შედეგად, ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 40%-ით მცირდება. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საუბარია ნამდვილ, ნატურალურ შავ ყავაზე. გარდა ღვიძლის კიბოს პრევენციისა, თუ დღეში 2 ფინჯან ამ არომატულ სასმელს მიირთმევთ, ღვიძლის ციროზით სიკვდილის რისკი დაახლოებით 70%-ით შემცირდება. საუბარია ციროზზე, რომლის გამომწვევ მიზეზსაც ვირუსული ჰეპატიტი არ წარმოადგენს.

3. პარკინსონის დაავადება

მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გონივრული ულუფებით რეგულარულად ყავის მირთმევის შედეგად, საგრძნობლად მცირდება პარკინსონის დაავადების სიხშირე, რადგან კოფეინი ბლოკავს ჩვენი ტვინის უჯრედებისკენ მიმავალ იმ სიგნალებს, რომლებიც დაავადების განვითარებას პროვოცირებს.

4. გულის უკმარისობა

ეს არომატული სასმელი გვიცვას გულის უკმარისობისგანაც, რა თქმა უნდა, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ (დღეში 3-4 ფინჯანი). ექსპერიმენტში მონაწილე იმ პაციენტებში, რომლებიც ყოველდღიურად 3 ან 4 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ, გულის უკმარისობის განვითარების რისკი 11%-ით შემცირდა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთაც საერთოდ აკრძალული ჰქონდათ ეს არომატული სასმელის მიღება.

5. მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკა

არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია ფაქტი, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 26%-ით მცირდება, როდესაც ყოველდღიურად 1 ან 2 ფინჯან ამ არომატულ სასმელს მივირთმევთ.

ახლა თქვენ იცით, თუ რადმენად სასარგებლოა ყავა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საუბარი ნატურალურ სასმელზეა და არა ფალსიფიცირებულ პროდუქტზე, რომელსაც საკმაოდ ხშირად მოვიხმართ. გარდა არაერთი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკისა, გონივრული რაოდენობით არომატული სასმელის მირთმევის შედეგად, საგრძნობლად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესებიც, რაც წონის დაკლებისკენ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია.