საშინაო საშუალებები სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის

5144

არტერიების დაცობა – მდგომარეობა, რომლის დროსაც მავნე ნარჩენები იწყებს დაგროვებას ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე და აფერხებს სისხლის გამავლობას, რაც უარყოფითად ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები სწორედ სისხლის მეშვეობით მიეწოდება, შესაბამისად, თუ მისი მომოქცევის პროცესი დარღვეული და შეფერხებულია, ჩვენი ორგანოები განიცდის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს, რამაც არაერთი სერიოზული პრობლემის განვითარებამე შეიძლება მიგვიყვანოს.

მოცემული პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. მოწევა, არაჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა, ჭარბი წონა, სისხლის მაღალი წნევა, ქოლესტერინის დონის მოჭარბება, 1-ლი და მე-2 ტიპის დიაბეტი – ფაქტორები, რომელთაც მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გამწვავება შეუძლია.

საშინელი, სავალალო შედეგები თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ საჭირო ზომები დროულად. საბედნიეროდ, სისხლძრღვების გაწმენდა და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესება რამდენიმე ნატურალური, იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტის დახმარებითაა შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ პროდუქტებისა და საშუალებების შესახებ ვისაუბრებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები

1. ნიორი

ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ეფექტურად წმენდს ჩვენს არტერიებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ნიორი აფართოვებს სისხლძრღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანრთელობაზე.

გარდა იმისა, რომ ნიორი შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა გემრიელ კერძებთან და სალათებთან ერთად, შეგიძლიათ მისი კომბინირება რძესთან – ასე მისი სამკურნალო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. ნივრის ორი ან სამი დაქუცმაცებული კბილი დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე რძეს, ხარშეთ ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გადაწურული სასმელი მიირთვით დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

2. კურკუმა

კურკუმა – სანელებელი, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. კურკუმინი, რომელსაც მოცემული პროდუქტი ჭარბად შეიცავს, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ძლიერი თვისებებით გამორჩეული ნივთიერებაა, რომელიც თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას.

ერთ ჩაის ჭიქა თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი, მცირეოდენი თაფლი და კარგად გადაურიეთ. მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი ყოველდღიურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რათა გაიწმინდოთ სისხლძარღვები და გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა.

3. კაიენის წიწაკა

კაპსაიცინი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კაიენის წიწაკა, თავიდან გვარიდებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის მატებას და სისხლძარღვების დაცობას.

ერთ ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი დაფქული კაიენის წიწაკა, მოურიეთ და მიირთვით. დღეში 2 ფინჯანი ასეთი სასმელი საკმარისი იქნება, რათა 2 კვირაში ბოლომდე გაიწმინდოთ სისხლძარღვები დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან. 2 კვირიანი კურსის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე თვით შესვენების გაკეთება.

4. ლიმონი

როგორც ყველამ კარგად ვიცით, ლიმონი C ვიტამინით მდიდარი ციტრუსია, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ნახევარი ან ერთი მთლიანი ლიმონისგან გამოწურული წვენი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი დაუმატეთ ერთ ჭიქა თბილ წყალს, კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას, რათა ბოლომდე გაიწმინდოთ არტერიები და გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა.

5. ჯანჯაფილი

დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი ერთ ჩაის ჭიქა ცხეელ წყალს, კარგად მოურიეთ და დააყოვნეთ 5 წუთით. გაგრილებულ სასმელს დაუმატეთ ნატურალური თაფლი, კიდევ ერთხელ გადაურიეთ და მიირთვით.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!