როგორ გამოვდევნოთ შარდმჟავას კრისტალები სხეულიდან, რათა თავიდან ავირიდოთ პოდაგრა და სახსრების ტკივილი

3262

ყველაზე ხშირად პოდაგრა ვითარდება პაციენტებში, რომელთაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. როდესაც ამ წყვილი ორგანოს მუშაობა დარღვეულია, შარდმჟავას კრისტალები სხეულიდან სათანადო რეჟიმში არ გამოიდევნება. მომავალში ისინი ილექება და კრისტალიზირდება ქვედა კიდურების სახსრებში, რაც იწვევს უდიდეს დისკომფორტს, შეშუპებასა და ტკივილს.

როგორ ავირიდოთ სახსრებში შარდმჟავას კრისტალიზაცია?

პირველ რიგში, უნდა შეიტანოთ ცვლილებები კვებაში. აუცილებლად გამორიცხეთ გაჯერებული ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, რაფინირებული შაქარი, გაზირებული უალკოჰოლო სასმელები და ალკოჰოლი. მიირთვით დიდი რაოდნეობით თევზი, საქონლის ხორცი, მთელი მარცვლეულისაგან მომზადებული პური, ნატურალური ხილი და ბოსტნეული.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი (საშუალოდ 2 ლიტრი).

აქვე გაგაცნობთ რამდენიმე საშუალებას, რომელთა დახმარებით შეძლებთ ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნას და პოდაგრის პროფილაქტიკას. ამ საშუალებების გამოყენებიდან ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ.

1. საჭმელი სოდა

დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, მოურიეთ და მიირთვთ, როდესაც გაგრილდება. დალიეთ ეს სასმელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა ხანმოკლე დროში შეიმსუბუქოთ მდგოამრეობა.

2. ლიმონის წვენი

ყოველ დილას, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონის წვენი. ასე თავიდან აირიდებთ სახსრებში შარდმჟავას კრისტალიზაციას, რომელიც გვიქმნის უდიდეს დისკომფორტს.

3. ვაშლის ძმარი

ის დაგეხმარებათ ორგანიზმის გატუტოვანებაში, რაც ამ პროდუქტში შემავალი დიდი რაოდენობით სასარგებლო მჟავების დამსახურებაა. ვაშლის ძმარი დაშლის შარდმჟავას კრისტალებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. მოამზადეთ სასმელი შემდეგი ინსტრუქციით: 1 სუფრის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი დაამატეთ 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში, მოურიეთ და დალიეთ. მიიღეთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

4. კურკუმა

კურკუმა მდიდარია აქტიური კომპონენტით, კურკუმინით, რომელიც გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი თირკმელების მუშაობაზე. შეაზავეთ სალათები და კერძები ამ არომატული სანელებლით, რათა თავიდან აირიდოთ მარილების დალექვა სახსრებში.

5. ანანასი

ეს ტროპიკული ხილი მდიდარია ბრომელაინით, რომელიც გვეხმარება პოდაგრის პრევენციაში. მიირთვით ანანასი რეგულარულად, რათა შეძლოთ სახსრებში დალექილი შარდმჟავას კრისტალების დაშლა და მათი ორგანიზმიდან გამოდევნა.

6. სელის თესლი

ამ პროდუქტის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრჯერ გვსმენია. მიიღეთ ის რეგულარულად, რათა შეძლოთ ორგანიზმში შარდმჟავას დონის შემცირება და პოდაგრის პროფილაქტიკა.

გაითავლისწინეთ ეს რეკომენდაციები და მიიღეთ ნატურალური საშუალებები, თუ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები თქვენთვის ნაცნობია. იხელმძღვანელეთ ჩვენი დღევანდელი ინსტრუქციით და პირობას გაძლევთ, საოცარ შვებას მალევე იგრძნობთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!