გამოიყენეთ მარტივი ინსტრუქცია, რათა ვერცხლის დანა-ჩანგლებმა და სამკაულებმა სისუფთავისგან იბრწყინოს

796

იყო დრო, როდესაც ვერცხლის დანა-ჩანგლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც მოგეხსენებათ, ვერცხლი ადვილად ბინძურდება, იცვლის ფერს და კარგავს ბზინვარებას.

თუ ვერცხლისა და მელქიორის (სპილენძისა და ნიკელის შენადნობი) ჭურჭელი სახლში შემოგრჩათ და მათთვის პირვანდელი სისუფთავისა და ბზინვარების დაბრუნება გსურთ, აუცილებლად იხელმძღვანელეთ მარტივი ინსტრუქციით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ სამკაულების გაწმენდაშიც.

იხილეთ მარტივი ინსტრუქცია:

  1. დაგჭირდებათ ალუმინის ფოლგა და საჭმელი სოდა.
  2. ფოლგა დაგლიჯეთ პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ მოსახერხებელ ჭურჭელში.
  3. ამავე ჭურჭელში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და ჩააწყვეთ ვერცხლის ან მელქიორის გასაწმენდი ნივთები.
  4. დაასხით იმ რაოდენობით მდუღარე წყალი, რომ ნივთები ბოლომდე დაიფაროს.

სულ რაღაც 10-15 წუთში ვერცხლის დანა-ჩანგლები სისუფთავისგან იბრწყინებს!