პირშუშხა წმენდს სისხლს, კურნავს ჰიპერტონიას, სტენოკარდიას, იშემიას და შარდის ბუშტს

2787

პირშუშხა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. მისი სამკურნალო თვისებები განპირობებული მცენარეში შემავალი ამღგზნები და მასტიმულირებელი ეფექტის მგონე მდგოვის ზეთით, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, არეგულებს pH დონეს, გვიუმჯობესებს მადას, საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას შარდის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს.

პირშუშხას მიღება კატეგორიულად აკრძალულია თირკმელების მწვავე დაავადებების დროს. რაც შეეხება მის დადებით გავლენას ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ჩვენს შორეულ წინაპრებს მოეპოვებოდათ. ერთ უბრალო მცენარე დაგეხმარებათ სტენოკარდიის, იშემიისა და ანემიის მკურნალობაში.

პირშუშხას სამკურნალო თვისებები

სტენოკარდიისა და იშემიის მკურნალობა 

პირშუშხას ფესვი გახეხეთ წვრილ სახეხზე. 1 ჩ.კ. გახეხილი პირშუშხა ჩაამატეთ ამავე რაოდენობით თაფლში და კარგად გადაურიეთ. საერთო ჯამში ნარევის რაიოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 სუფრის კოვზს. მზა მასა უნდა მიირთვათ დილთ, საუზმობამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.

თუ ნარევის მიღებს შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებებ გეუფლებათ, შეამცირეთ ულუფა 1 ჩაის კოვზამდე და როდესაც მას მიეჩვევით, კვლავ მოუმატეთ. მკურნალობის დროს თქვენ გეკრძალებათ მოწევა, ალკოჰოლი და თავის ზედმეტად დატვირთვა.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა

ათეროსკლეროზმა რომ არ შეგვაწუხოს, საკმარისია პირშუშხას ნაყენის მიღება. 100 გრამი პირშუშხას ფესვი გახეხეთ, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში (ქვაბს აუცილებლად უნდა ეხუროს თავსახური).

20 წუთის შემდეგ გადმოდგით ის ცეცხლიდან , მიეცით დრო გასაგრილებლად და შემდეგ გადაწურეთ. მზა ნაყენი გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ჰიპერტონული დაავადება

თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ჭარხლის წვენი, 1 ს.კ. სტაფილოს წვენი, 1 ლიმონის წვენი და 1 ჩაის ჭიქა პირშუშხას ნაყენი შეურიეთ ერთმანეთში. პირშუშხას ნაყენის მოსამზადებლად გახეხილი ფესვები უნდა დავაყენოთ 1 ჭიქა წყალში 36 საათის განმავლობაში.

მზა ნარევი უნდა მიირთვათ დღეში 2-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე და 15 დღე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

1 ჩაის კოვზ წვრილად გაახეხილ პირშუშხაში ჩაამატეთ იმ რაოდენობით თაფლი, რომ ნარევის საერთო რაოდენობამ 1 სუფრის კოვზს არ გადააჭარბოს. მზა მასა მიირთვთ მთლიანად უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ეს ხალხური მედიცინის ერთ-ერთი უძველესი რეცეპტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.

უკუჩვენებები

ისევე როგორც ნებისმიერ წამალს, პირშუშხას ახასიათებს უკუჩვენებები.

პირშუშხას მიღება კატეგორიულად გეკრძალებათ მსხვილ ნაწლავში და კუჭში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესების დროს. მისი მიღება დიდი ულუფებით აკრძალულია სისხლის მომატებული წნევის დროს.

მომატებული მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი სხვა ანთებითი დაავადების დროს და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემებისას მიზანშეწონილია პირშუშხას მიღებისგან თავის შეკავება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!