კვერცხის ნიღბები ქუთუთოების კანისთვის: მომენტალური ლიფტინგ-ეფექტი 50 წლის ასაკშიც კი

2054

კანი თვალების გარშემო ძალიან თხელი და ნაზია, რომელიც გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისა და მავნე ჩვევების შედეგად ხშირად ზიანდება. უძილო ღამეები, დიეტები და სიზარმაცე მაშინვე ისახება ქუთუთოების კანზე: ჩნდება შავი ტომრები, პატარა ზომის მიმიკური ნაოჭები, იკარგება ტონუსი და ა.შ.

დრო არასდროს გვინდობს! თუ შესაბამის ზომებს რეგულარულად არ მივიღებთ, ნაოჭების ნაადრევად გაჩენა და კანის ტონუსის დაკარგვა გარდაუვალი იქნება. ადამიანების უმრავლესობის აზრით, მხოლოდ ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურებითა და პროდუქტებით არის შესაძლებელი ქუთუთეობის კანის გადაჭიმვა და ვიზუალურად თავის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება. ეს მოსაზრება ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ბუნება ჩვენ ყოველთვის გვაჯილდოვებს სხვადასხვა ნატურალური პროდუქტებით, რომელთა ეფექტურობა დროით არის დამტკიცებული.

ქუთუთოების კანის კვერცხის ნიღბები გაგიგლუვებთ ნაოჭებს, დაუბრუნებს კანს ტონუსს და დაგეხმარებთ, გამოიყურებოდეთ რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით მხნედ და ახალგაზრდად.

კვერცხის ნიღბები ქუთუთოების კანისთვის

კვერცხის გული და კარაქი

ეს საშუალება არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს, აგლუვებს მიმიკურ ნაოჭებს.

შეურიეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. კარაქი ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით ქუთუთოების კანზე სქელ ფენად და დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 20 წუთით. პროცედურის დროს სახის მიმიკური კუნთები მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკით. თუ ამ პროცედურას კვირაში საშუალოდ 3-ჯერ ჩატარებთ, სასიამოვნო ცვლილებებს ხანმოკლე დროში იხილავთ.

კვერცხის გულისა და ჟოლოს ნიღაბი

ეს ვიტამინური ნიღაბი გააგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და გაათანაბრებს კანის ტონს.

ჩანგლის გამოყენებით დასრისეთ ჟოლოს 2-3 ნაყოფი, დაამატეთ კვერცხის გული და კარგად გადაურიეთ. მზა საშუალება კარგად წაისვით თვალების გარშემო, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის გულისა და რძის ნიღაბი

თუ ქუთუთოების კანმა ტონუსი დაკარგა და პატარა ზომის ნაოჭები გაჩნდა, ეს საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ!

ერთი კვერცხის გულში ჩაამატეთ 1 ს.კ. მშრალი რძე, კარგად გადაურიეთ და მიღებული საშუალება წაისვით თვალების გარშემო კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის ცილისა და თაფლის ნიღაბი

ეს ნარევი არაჩვეულებრივია ქუთუთოების კანის გასაახალგაზრდავებლად, პატარა ზომის ნაოჭების გასაგლუვებლად და შავი ტომრების მოსაშორებლად.

ერთი კვერცხის ცილაში ჩაამატეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფაფა და 1 ჩ.კ. თაფლი, კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით თვალების ქვემოთ კანზე, ზემოდან დაიფინეთ ბამბის ტენიანი დისკები და დაიტვოეთ სამოქმედოდ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი გელი.

კვერცხის ცილის ნიღაბი ლიმონითა და ოხრახუშით

ეს სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ძლიერი გადამჭიმავი ეფექტით გამოირჩევა. გარდა ამისა, ის მოგაშორებთ შავ ტომრებს და გახდის მიმიკურ ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს.

ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ ნახევარ ჩ.კ. ლიმონის წვენთან და ამავე რაოდენობით ოხრახუშის წვენთან ერთად. მზა ნარევი წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ იქამდე, სანამ ნარევი არ შეგაშრებათ. ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.

გახსოვდეთ, ნებისმიერი საშუალება უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ სახეზე. თითოეული ამ ნიღბის ეფექტურობა ეჭვგარეშეა: ისინი კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს ჩვენს კანს!

რეგულარული პროცედურების შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები გარდაუვალი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!