63 წლის ასაკშიც კი ჩემი ქუსლების კანი იდეალურად ნაზი და რბილია, რისთვისაც ამ საშუალებას ვემადლიერები

15087

ქუსლების მოვლის ეს მეთოდი ჩემმა დაქალმა რამდენიმე წლის წინ მასწავლა. მარტივი პროცედურის ჩატარების შემდეგ მიღებული შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ იმ დროიდან მოყოლებული დღემდე სხვა საშუალებისაკენ არც კი გამიხედავს.

ჩვენი ქუსლები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის, რის შედეგადაც კანი სხეულის ამ მიდამოში უხეშდება და რქოვანდება. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება თავი იჩინოს ბზარების ფორმირების პრობლემამაც კი, რაც უდიდეს ტკივილებთან და დისკომფორტის შეგრძნებასთანაა დაკავშირებული.

ღია ფეხსაცმლის სეზონი ახლოვდება და ყველას გვსურს, ჩვენი ქუსლების კანი გამოიყურებოდეს ლამაზად და მიმზიდველად. ზამთრის უხეში ფეხსაცმლის ტარების შემდეგ ქალბატონების თითქმის 90%-ზე მეტს ქუსლების კანი გარქოვანებული და ძალიან გაუხეშებული გვაქვს, ეს პრობლემა კი ჩვენს თვითშეფასებას ძალიან ადაბლებს.

სანერვიულო და საგანგაშო არაფერია, რადგან არსებობს ძალიან მარტივი საშინაო საშუალება, რომელიც გარქოვანებული კანის პრობლემას ძალიან მალე დაგავიწყებთ.

ფეხების აბაზანა ქუსლების კანის დასარბილებლად

დაგჭირდებათ: 

  • 3 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 1 ს.კ. სარეცხი საპონი (გახეხილი წვრილ სახეხზე)
  • 1 ლიტრი წყალი

ინსტრუქცია:

  1. ცხელი წყლით სავსე ტაშტში ჩაყარეთ მოცემული რაოდენობით სოდა და სარეცხი საპონი.
  2. კარგად გადაურიეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას.
  3. მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში დაახ. 30 წუთით.
  4.  ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

ფეხების ნიღაბი, რომელიც მოგაშორებთ გარქოვანებულ კანსა და ბზარებს

დაგჭირდებათ: 

  • 6 აბი ასპირინი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. წყალი

ინსტრუქცია: 

  1. ასპირინის დაფქულ აბებს დაუმატეთ ლიმონის წვენი და წყალი.
  2. მიღებული პასტისებრი მასით კარგად დაიმუშავეთ ქუსლებისა და ფეხისგულების კანი.
  3. შემოიხვიეთ ფეხებზე პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები.
  4. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  5. 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით.

ორივე საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!