50 წლის შემდეგ დედას ღამით ხელების და ფეხების დაბუჟება დაეწყო. ნაცნობმა ექიმმა გვიკარნახა, რომ ეს სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ბაზარში მოხუცმა ბებიამ მასწავლა, თუ სისხლძარღვებსთვის ყურადღება როგორ მიგვექცია.
„ის, ვინც სიზარმაცეს დაამარცხებს, ოქროს მოიმკის“ – ამბობს ანდაზა. ადრე მის აზრს ვერ ვხვდებოდი, ახლა კი ვიცი, რომ სელის პატარა თესლებს ჯანმრთელობის გაძლიერება შეუძლია და ის ოქროზე უფრო ძვირფასია.
სისხლძარღვების გაწმენდა სახლის პირობებში
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ სელის თესლი გულის, სისხლძარღვების, კანის, თმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს შესანიშნავად აფერხებს და ეფექტურად კურნავს.
მასში შემავალი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 წნევას არეგულირებს, არტერიებს ელასტიკურობას უნარჩუნებს და თითქმის 75%-ით ამცირებს ქოლესტერინის დაგროვებას არტერიების შიდა კედლებზე.
სელის უჯრედისი ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნას ხელს უწყობს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ეფექტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის, საკვები ბოჭკოების და ლიგნანების ერთობლივი მოქმედებით არის გამოწვეული.
თითოეული სელის თესლი ძვირფასი ბუნებრივი კონცენტრატია, რომელიც ცილებს, ვიტამინებს, ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ლიგნანებს და უჯრედისს შეიცავს. ამ „ოქროს“ თესლის სრული ძალის გამოყენებას ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა სელის თესლი
- 1 ლ წყალი
მომზადება:
1. საღამოს სელის თესლს წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ.
2. დილით, როცა ნაყენი გაგრილდება, გადაწურეთ და მინის თავდახურულ ქილაში გადაიტანეთ.
3. დაახლოებით 850 მლ ბლანტი სითხე გამოგივათ. ის 5 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ. დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ 1/3 ჭიქა.
4. ეფექტის მისაღწევად ასეთი კისელი 15 დღის განმავლობაში მიიღეთ. ხოლო სამ თვეში პროცედურა გაიმეორეთ. დედაჩემს ძალიან დაეხმარა.
როგორც ხედავთ, ყველას შეუძლია საკუთარ სისხლძარღვებზე იზრუნოს, მხოლოდ ცოტა მოთმინება და სურვილი დაგჭირდებათ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს – თავს არა მხოლოდ კარგად იგრძნობთ, არამედ გარეგნულადაც უფრო მომხიბვლელი გახდებით.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.