გსურთ, თქვენმა ორქიდეამ ულამაზესი ყვავილობით გაგახაროთ? უბრალოდ მორწყეთ ის მინერალური წყალით

1879

თუ გსურთ, თქვენმა ორქიდეამ დიდხანს იყვავილოს და დატკბეთ მისი სილამაზით გამოიყენეთ ბუნებრივი სასუქები, რომლებიც ხელს უწყობს მის ნორმალურად ზრდასა და განვითარებას.

ორქიდეასთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სასუქია მინერალური წყალი. მინარალური წყალი შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს და სხვა, ორქიდეასთვის აუცილებელ, საკვებ ნივთიერებებს.

უმჯობესია, ორქიდეა ჩარგოთ გამჭირვალე ქოთანში.  დააკვირდით, თუ ჩანს წყლის წვეთები, ჯერ მორწყვის დრო არ არის, ხოლო თუ ნიადაგი გამომშრალია და ორქიდეას ფესვები გაუთეთრდა, ეს იმის ნიშანია, რომ ყვავილს მორწყვა სჭირდება.

საშუალო ზომის თასში ჩაასხით 1 ლ წყალი, დაამატეთ 100 მლ მინერალური წყალი (ნებისმიერი) და მოურიეთ. თასში ჩადეთ ორქიდეას ქოთანი (წყალი ქოთანს  ბოლომდე არ უნდა სწვდებოდეს). გააჩერეთ 10-15 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ ორ თვეში ერთხელ.