კამიანი წყალის მომზადების რეცეპტი, რომელიც შეამცირებს შაქრის დონეს და გაადნობს ჭარბ კილოგრამებს

11736

თუ კამიან წყალს დღეში ორი ჩაის ჭიქის ოდენობით მიიღებთ, შეძლებთ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას და წონის კლების პროცესის დაჩქარებას.

როგორც მოგეხსენებათ, მოცემულ სასმელს საკმაოდ ხშირად უწევენ რეკომენდაციას ჩვილ ბავშვებში კუჭისა და ნაწლავების პრობლემების პროფილაქტიკისთვის. კამიანი წყალი სასარგებლო არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ ჩვენი ორგანიზმისთვისაცაა. თუ მას სწორი რეჟიმით მიიღებთ, გათავისუფლდებით ჯანმრთელობის არაერთი პრობლემისგან.

შეიძლება ითქვას, რომ კამიანი წყალი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის, რადგან ის ეფექტურად არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. ძალიან სასარგებლოა ამ სასმელი მიღება მათთვის, ვისაც გულის უკმარისობა, ციროზი ან მუცლის შებერილობა აწუხებს.

კამის თესლის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მასში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით ოლეინისა და ლინოლენის მჟავების, ფლავანოიდების, კაროტინის, A და C ჯგუფის ვიტამინების დამსახურებაა.

როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ კამიანი წყალი

დაგჭირდებათ: 

  • 1 ს.კ. კამის თესლი
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი
  • თერმოსი

მომზადება: 

  1. მოცემული რაოდენობით კამის თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ.
  2. თუ თერმოსი არ გაქვთ, ისარგებლეთ მინის ქილით, თუმცა აუცილებლად შემოახვიეთ მას ფოლგა და თბილი ქსოვილი.
  3. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ სასმელი ახალ ჭურჭელში.
  4. გაყავით ის ორ ულუფათ. პირველი ჭიქა მიირთვით დილით, უზმოზე, ხოლო მეორე ჭიქა – საღამოს საათებში.
  5. მუცლის შებერილობისა და კოლიკის დროს ულუფა დღეში 4 ჭიქამდე შეგიძლიათ გაზარდოთ.

ყველაზე მეტად რეკომენდებული კამიანი წყალი იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. უნიკალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, კამის თესლი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გვიქვეითებს მადას, გვიმცირებს შაქრის დონეს სისხლში და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული – ის ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ თვეში 1-ხელ ჩაიტარებთ 1 კვირიან კურსს.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური საშუალება, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი მსგავსი საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!