თუ სისხლის მიმოქცევის პროცესი დაგერღვათ, გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას სწრაფად

74709

ჩვენს სხეულში სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა და მისი შეფერხება სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის. სწორედ ის წარმოადგენს არაერთი საკმაოდ სერიოზული და საშიში დაავადების განვითარების საფუძველს.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული ასაკის მატება და ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილია.

ჩვენი ძლიერი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად ვიკვებებით და რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად.

როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა?

თუ რეგულარულად გაწუხებთ კიდურების დაბუჟება, შეშუპება და შესიება, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი ნატურალური სასმელი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი
  • 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე
  • მიწკვი შავი ან წითელი წიწაკა (დაფქული)

ინსტრუქცია:

ოდნავ შეათბეთ რძე, დაუმატეთ მას ორივე ინგრედიენტი და კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი თბილ მდგომარეობაში ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. გემოს გაუმჯობესების მიზნით, სასმელში ერთი კოვზი თაფლის დამატებაც შეგიძლიათ.

მიირთვით კურკუმიანი რძე ყოველდღიურად იქამდე, სანამ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდებათ. ეს სასმელი არა მხოლოდ აღადგენს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, არამედ ხსნის ფეხების შეშუპებას, სიმძიმისა და დისკომფორტის განცდას.

გარდა იმის აუცილებლობისა, რომ ორგანიზმი მოვამარაგოთ საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად უნდა დავკავდეთ სპეციალური ვარჯიშებით.

აზიდვები ჰორიზონტალურ ღერძზე

ეს სავარჯიშო არაჩვეულებრივი საშუალებაა სხეულის კუნთების გასახურებლად და სისხლის მიმოქცევის პროცესის სტიმულირებისთვის. რეგულარულად აიზიდეთ ღერძზე, რათა სწრაფადვე გათავისუფლდეთ ამ პრობლემისაგან.

აზიდვები იატაკიდან

გაღვიძებისთანავე შეასრულეთ რამდენიმე აზვიდა იატაკიდან და შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი – ეს ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი გზაა მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე

დაუთმეთ დღეში 1 საათი სუფთა ჰაერზე ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებას. ლიფტის ნაცვლად, ისარგებლეთ კიბეებით. ცურვა – საუკეთესო პრაქტიკა სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.

იცეკვეთ ბევრი

ცეკვის დროს იტვირთება ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა კუნთი, რის ხარჯზეც სტიმულირდება სისხლის მიმოქცევის პროცესი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და პირობას გაძლევთ, პრობლემისგან ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სისხლის ნორმალურ მიმოქცევაზე.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!