ნიგოზი – პროდუქტი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს! მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამზარეულოში ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ნიგვზისთვის დამახასიათებელი არ მხოლოდ საოცარი გემოვნური თვისებებით, არამედ ჩვენს ორგანიზმზე მისი წარმოდგენლად დადებითი გავლენითაა განპირობებული.
ნიგვზის თვისებები
ის სტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას! ნაჭუჭისგან გასუფთავებული ნიგოზი თავისი ფორმით ძალიან ტვინს მოგვაგონებს, რამაც ამ პროდუქტის შესახებ არაერთი მითი და ლეგენდა დაბადა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მითები რეალობა აღმოჩნდა! ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ნიგოზი სტიმულირებს ტვინის აქტივობას და მონაწილეობს თავის ტვინის უჯრედების ფორმირებაში.
ნიგოზი საკმაოდ ნოყიერია. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს 654 კალორიას, რაც მაკარონისა და წიწიბურის კალორიულობას 2-ჯერ აღემატება. ნიგოზი კუჭში ძალიან ნელა გადამუშავდება და სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს, მაშასადამე, ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომლითაც მსუბუქად უნდა წაიხემსოთ საუზმესა და სადილს შორის არსებულ ინტერვალში, რათა მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში კუჭმა კარგად იფუნქციონიროს.
ის თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს! მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიგოზი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს სისხლის წნევას და თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას, რაც რამდენჯერმე ამცირებს თრომბების ფორმირების რისკს.
ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლის ნაყოფისგან მზადდება, გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების სამკურნალოდ: სტენოკარდია, არითმია და ინფარქტი.
კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება კაკლის ზეთიც, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჩვენს კანზე და საოცრად დადებითი გავლენა თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე.
იოდის საოცრად მაღალი შემცველობა ამ პროდუქტს კიდევ უფრო ღირებულს ხდის! როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ეს ელემენტია უმნიშვნელოვანესი იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აწუხებთ. იოდი არეგულირებს ნვთიერებათა ცვლის პროცესებსაც ჩვენს ორგანზმში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია!
იოდის შემცველობის რეკომენდებული მაჩვენებელი ნაყოფის მწვანე გარსშია, რომელთან შეხებისას თითებიდან შავი ლაქების მოშორება შეუძლებელი ხდება (ეს სწორედ ამ ელემენტითაა განპირობებლი). მწვანე კაკლისგან მზადდება არაერთი ძალიან სასარგებლო ნაყენი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ და მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება.
ნიგვზის ყველა ეს საოცარი თვისება ნათელს ხდის, თუ რატომ შედის ის მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში. მითი, რომ მოცემული პროდუქტი თქვენს ფიგურას დააზიანებს, საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს! მართალია, ის საკმაოდ კალორიული პროდუქტია, თუმცა ნიგვზის გონივრული რაოდენობით მირთმევა სასარგებლოა ჩვენი ფიგურისთვისაც.
არაჩვეულებრივი იქნება, თუ ყოველ საღამოს 1 ჩაის კოვზ თაფლში კარგად დაქუცმაცებულ რამდენიმე ნიგოზს შეურევთ და ნარევს ყოველ დილით, უზმოზე მიირთმევთ. ასე შეძლებთ მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!