ტიბეტელი ბერების ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი უბრალო პროდუქტია, რომელიც ჩვენთან თეთრებად ფასობს

6869

ტიბეტელი ბერები – ადამიანები, რომელთა სულისა და სხეულის ჯანმრთელობა და მდგრადობა ჩვენში აღტაცებას იწვევს.

მართალია, მათი სამზარეულო არც თუ ისე მრავალფეროვანია, თუმცა აქ, სხვა სამყაროსგან განსხვავებით, მავნეს ვერაფერს წააწყდებით. გარდა მედიტაციისა და სპეციალური ფიზიკური ვარჯიშებისა, ტიბეტელი ბერების ნამდვილად შესაშური ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა დიდწილად კვების დამსახურებაა. ქერის ბურღული – პროდუქტი, რომელიც ტიბეტელი ბერების ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ქერი – სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყარო, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. მოცემული პროდუქტი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის, აღდგენითი პროცესებისთვის და კარგი ჯანმრთელობისთვის.

ტიბეტელი ბერების მტკიცებით, სწორედ ქერია ის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას და აჯერებს მას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, გვავსებს ენერგიით, ამსუბუქებს სხეულს და ამახვილებს გონებას.

ქერის ფაფა ტიბეტელი ბერებისგან

1. აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა ქერის მარცვლები და ოდნავ მობრაწეთ თუჯის ტაფაზე. მარცვლებმა უნდა მიიღოს მოოქროსფრო შეფერილობა.

2. სანამ მარცვლები მოიხალება, პარალელურად აადურეთ 2 ჩაის ჭიქა წყალი. მოხალული მარცვლები მოათავსეთ კერამიკის ღრმა ჭურჭელში და დაასხით ადუღებული წყალი.

3. სურვილისამებრ, მოაყარეთ ფაფას მცირეოდენი მარილი და შეახვიეთ ის პირსახოცში. ქერის ფაფას აუცილებლად უნდა მიეცეს მცირე დრო დასაყოვნებლად, რათა მარცვლები კარგად გაფუვდეს.

4. დაყოვნებულ მასაში ჩაამატეთ ძალიან ცოტა კარაქი ან მცენარეული ზეთი. ყველაზე ჯანსაღი საუზმე მზად არის!

მიირთვით ქერის ფაფა ყოველ დილას, რათა გაჯანსაღდეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც კი…