ტაფებისა და ქვაბების წმენდის ყველა ნაცადი, ეფექტური მეთოდი ერთ სივრცეში

2093

შემოგთავაზებთ რამდენიმე უმარტივეს მეთოდს, რომელთა საშუალებით, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე,  შეძლებთ ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბებისა და ტაფების დელიკატურად გაპრიალებას.

კვერცხის ნაჭუჭი

ჭვარტლისა და ცხიმის ნარჩენების მოშორებას შეძლებთ კვერცხის ნაჭუჭის ბაზაზე მომზადებული სარეცხი საშუალებით. შეაგროვეთ კვერცხის ნაჭუჭი, გააშრეთ და წმინდად დაფშხვენით. ფხვნილი მოაყარეთ ქვაბის ძირზე, მოასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ცოტა თბილი წყალი და ღრუბლით გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე როგორც გარედან, ისე შიგნიდან. გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

საპონი

ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბების გასაწმენდად გამოიყენეთ სარეცხის საპონი. სარეცხი საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და შიგნიდან და გარედან გააპრიალეთ ღრუბლით.

მარილი

სველი ქვაბის ძირზე მოაყარეთ მარილი როგორც შიგნიდან, ისე გარედან და გააჩერეთ რამდენიმე საათი. თუ ზედაპირი ძალიან დაბინძურებულია, გამოიყენეთ დამატებითი სარეცხი საშუალება.

სოდა და წებო

სოდა და წებო საუეთესო და ეფექტური საშუალებაა, რომელიც ძალიან მარტივად აშორებს ჩამჯდარ ჭვარტლსა და ცხიმს როგორც გარედან, ისე შიგნიდან.

დაგჭირდებათ 300 გრ სილიკატური წებო და ნახევარი შეფუთვა საკვები სოდა. მოცემული ინგრედიენტები მოთავსეთ დაბინძურებულ ქვაბში და გაავსეთ წყლით. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღეთ 30-40 წუთი. ხოლო თუ ქვაბის გარედან გაპრიალება გსურთ, მაშინ დაგჭირდებათ დიდი ზომის ქვაბი. წებოს, სოდისა და წყლის ნარევი ჩაასხით დიდ ქვაბში. ჩადეთ მასში დაბინძურებული ქვაბი და ადუღეთ 30-40  წუთი. გაგრილების შემდეგ ქვაბი ამოიღეთ და ღრუბლის საშუალებით გააპრიალეთ.

ძმარი და ლიმონმჟავა

1-1,5 ს. კ. ლიმონმჟავას დაასხით 2-3 ს. კ. ძმრის ესენცია. ქვაბს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ ღრუბლის საშუალებით გაანაწილეთ ქვაბის მთელ ზედაპირზე და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

იმოქმედეთ ხელთათმანით!

 

ხახვი

ემალის ქვაბების გასაპრიალებლად ეფექტურ შედეგს იძლევა ხახვი. ხახვი გაფცქვენით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ქვაბი გარეცხეთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.

ლიმონმჟავა

ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბების გასაპრიალებლად 2 ს. კ. ლიმონმჟავას დაასხით 1 ლ წყალი. ინგრედიენტები აურიეთ და აადუღეთ. ნახარში გააგრილეთ და გამოიყენეთ ქვაბების გასაწმენდად.

იმისათვის, რომ ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბები ჭვარტლისგან გაასუფთავოთ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ქიმიური საშუალებების შეძენა. მოცემული რჩევების გაითვალისწინებით მარტივად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას და კიდევ დიდხანს გამოიყენებთ შეუცვლელ ქვაბებს.