თავის ტვინის სისხლძარღვებისა და გულის სპაზმებს ნივრის ზეთი მარტივად გაუმკლავდება

2555

ნივრის ზეთი ნამდვილად ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა არა მხოლოდ სისხლძარღვებზე, არამედ ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

თავის ტვინის სიხლძარღვებისა და გულის სპაზმების მოხსნა – დავალება, რომელსაც მარტივად გაართმევს თავს ნივრის ზეთი. გარდა ამისა, მოცემული საშუალება აფართოვებს ჩვენს სისხლძარღვებს და თავიდან გვარიდებს სკლეროზის განვითარებას.

ნივრის ზეთის ხალხური რეცეპტი

  1. ერთი საშუალო ზომის თავი ნივრისგან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით.
  2. მოათავსეთ მიღებული ფაფა მინის ქილაში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი.
  3. შეინახეთ ის მაცივრის ქვედა თაროზე.
  4. უკვე მეორე დღეს დაიწყეთ მისი მიღება მარტივი სქემის მიხედვით.
  5. ლიმონი კარგად დასრისეთ ხელებით და გამოწურეთ მისგან 1 ჩაის კოვზი წვენი.
  6. გადაიტანეთ ის სუფრის კოვზზე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მომზადებული ზეთი.
  7. მიირთვით ლიმონისა და ნივრის ზეთის ეს ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კურსის ხანგრძლივობა – 1-დან 3 თვემდე. ერთი კურსის დასრულების შემდეგ უნდა გააკეთოთ ერთ თვიანი შესვენება და მხოლოდ ამის შემდეგ გაიმეოროთ ის.

თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად და სპაზმების წარსულში მოსატოვებლად 2 კურსი სავსებით საკმარისი იქნება.

როგორც უკვე გითხარით, გარდა დადებითი გავლენისა ჩვენს გულზე და სისხლძარღვებზე, მოცემული საშუალება გაგიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას და თავიდან აგარიდებთ არაერთ სერიოზულ დაავადებას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!