გაგიზიარებთ მარტივ ხალხურ მეთოდებს, რომელთა საშუალებით ღუმელს გაწმენდთ უსიამოვნო სუნისგან. ზოგიერთი კერძის მომზადების შემდეგ ღუმელში რჩება ნამწვავის უსიამოვნო სუნი. ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია ყველასთვის ხელმისწვდომი ინგრედიენტებით.
1. ლიმონის წვენი
ღუმელიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური გზაა ჩვეულებრივი საპნისა და ციტრუსის წვენის კომბინაცია. თქვენთვის სასაურველი არომატის საპონი გახეხეთ და დაამატეთ იმ რაოდენობის ლიმონის წვენი, რომ მიიღოთ სქელი ერთგვაროვანი მასა. მომზადებული მასა პატარა ლამბაქით შედეთ ღუმელში და დატოვეთ მთელი ღამე.
2. აქტივირებული ნახშირი
ბიუჯეტური პროდუქტი ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს. 15 აბი ნახშირი ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით წყალი, მოურიეთ და შედეთ ღუმელში. გააჩერეთ 3-4 საათი. ამ დროის განმავლობაში ნახშირი შთანთქავს უსიამოვნო სუნს.
3. საკვები სოდა
სოდა დაყარეთ თეფშზე და შედეთ ღუმელში. გააჩერეთ რამდენიმე საათი.
4. ყავის მარცვლები
ყავის მარცვლები დაფქვით, დაყარეთ ლამბაქზე და 2-3 საათით შედეთ ღუმელში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ უსიამოვნო სუნის კვალიც არ დარჩება.
5. ბალახები
პიტნა, ბარამბო, ბეგქონდარა, სალბი აქრობს უსიამოვნო სუნს. ღუმელი გააცხელეთ და გამორთეთ. თქვენთვის ხელმისაწვდომი ბალახის რამდენიმე ღერო გარეცხეთ და შედეთ ცხელ ღუმელში. მალე ნამწვავის სუნი გაქრება.
რეგულარულად გაწმინდეთ ღუმელი და ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ!
როგორ ებრძვით აღნიშნულ პრობლემას თქვენ? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით. ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!