,,მთვრალი ალუბალი“ – კაკაოს, გემრიელი კრემის, ღვინისა და ალუბლის კომბინაცია ზღაპრულად გემრიელია

1205

თუ გიყვართ ალუბლის ნამცხვრები, აუცილებლად მოამზადეთ ,,მთვრალი ალუბალი“. კაკაოს, გემრიელი კრემის, ღვინისა და ალუბლის კომბინაცია ზღაპრულად გემრიელია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა 1 ჩ. კ. /ძმარი სუფრის კოვზამდე
  • კაკაო 2 ს. კ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 300 გრ

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 2 ს. კ.
  • შაქარი 3 ს. კ.
  • კაკაო 2 ს. კ.
  • კარაქი 2 ს. კ.
  • დაკურკული ალუბალი 2 ჩ. ჭ.
  • შავი ღვინო  400 მლ

მომზადების წესი:

  1. როდესაც გადაწყვეტს ამ გემრიელობის მომზადებას ალუბალს ათრობთ წინა დღით. დაკურკულ ალუბალს დაასხით ღვინო და გააჩერეთ მთელი ღამე.
  2. ამზადებთ ცომს: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შეურიეთ სოდა/ძმრით, კაკაო და ფქვილი.
  3. დაგჭირდებათ საშუალო ზომის მრგვალი ფორმა. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით 30 წუთი.
  4. ბისკვიტი გააგრილეთ და თხელ ფენად ააჭერით ზედა ნაწილი. მაღალ ფენას კი ამოუღეთ გული. ამოღებული ნაწილი დააქუცმაცეთ.
  5. ამზადებთ კრემს: კარაქს დაამატეთ ვანილი და გათეთრებამდე ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ შესქელებული რძე.
  6. ალუბალი გადაწურეთ. ბისკვიტის ორივე ნაწილი დანამეთ ალუბლის წვენისა და ღვინის მიქსით.
  7. მზა კრემს შეურიეთ დაქუცმაცებული ბისკვიტი და ალუბალი. მიღებული მასით ამოავსეთ ბისკვიტის კალათი და ზემოდან დაადეთ თხელი ფენა.
  8. ამზადებთ მინანქარს: მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ ნახევარი წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ 2 ს. კ. კარაქი. მინანქრით დაფარეთ ტორტი და გააფორმეთ ალუბლებით.

გემრიელად მიირთვით!