ქიშმიში ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რაც მასში B ჯგუფის ვიტამინების, მინერალური მარილებისა და ორგანული მჟავების მაღალი შემცველობითაა განპირობებული.
საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ეს პროდუქტი ბორსაც – უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
თუ სხვადასხვა სახეობებს ერთმანეთთან შევადარებთ, სასარგებლო კომპონენტების მაქსიმალური შემცველობა სწორედ მუქი ფერის ყურძენში ფიქსირდება. თუ ამ პროდუქტის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი მუქი ფერის, მაქსიმალურად დანაოჭებულ ქიშმიშე.
სისხლის მაღალი წნევა, არითმია, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
კარგად დააუქცმაცეთ დანით ან გაატარეთ ხორცსაკეპში 100 გრამი ქიშმიში, დაასხით მას 250 მლ წყალი და დადგით ცეცხლზე. როდესაც წყალი წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ ქიშმიში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. სასმელის მიღებული ულუფა მიირთვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე. ყოველი დღისათვის უნდა მოამზადოთ ახალი სასმელი.
ნერვული სისტემის დასამშვიდებლად
თუ სტრესმა, დეპრესიამ და ხასიათის ხშირმა ცვლილებებმა შეგაწუხათ, გახდით ემოციურად არასტაბილური, აუცილებლად ისარგებლეთ შემდეგი რეცეპტით: ერთ მუჭა ქიშმიშს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და დააყოვნეთ მთელი ღამით. მეორე დილას, გაღვიძებისთანავე დალიეთ ეს ნაყენი და ამოჭამეთ რამდენიმე მარცვალი. ასე არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ განწყობას და დაამარცხებთ ნერვული სისტემის გაღიზიანებას, არამედ მოიმარაგებთ მთელი სამუშაო დღისათვის საჭირო ენერგიას.
ხველა, სურდო და ანგინა
100 გრამ ქიშმიშს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 10 წუთით. დაყოვნებული მასა გადაწურეთ და მიღებულ სითხეს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხახვის ახლადგამოწურული წვენი. გაყავით სასმელი სამ თანაბარ ულუფათ და მიირთვით საუზმობამდე, სადილობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
თუ ძლიერმა ხველამ შეგაწუხათ, 30 გრამ ქიშმიშს დაასხით ცივი წყალი და დააყოვნეთ 2 საათით. დალიეთ სითხე და ამოჭმეთ მარცვლები დაძინების წინ, მიაყოლეთ ერთი ჭიქა ცხელი რძე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ორივე რეცეპტის შემთხვევაში – მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ასე ძალიან დაგვეხმარებით!