თვალების გარშემო ნაოჭები და შეშუპება რომ შემცირდეს, კვირაში 2-ჯერ ამ საშუალებას ვიყენებ

12777

ამ საშუალების ეფექტურობა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ, დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. საკმარისია, რეგულარულად წაისვათ ეს ნარევი თვალების გარშემო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანოთ ის თბილი წყალით, რათა ხანმოკლე დროში შეიმციროთ ნაოჭები და დაუბრუნოთ კანს ახალგაზრდობა.

შავი ტომრები, ნაოჭები და ქუთუთოების შეშუპება – საკმაოდ გავრცელებული პრობლემები, რომლებიც ჩვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს. ყველა ამ უსიამოვნო მოვლენას მინიმალურ ვადაში გაუმკლავდებით, თუ ჩვენს დღევანდელ საშუალებას გამოიყენებთ.

რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური და მათ არ ახასიათებთ უკუჩვენებები.

საშინაო ნიღაბი თვალების გარშემო კანის მოსავლელად

  1. დაგჭირდებათ ორი ხელმისაწვდომი ინგრედიენტი: ხაჭო და თაფლი. ორივე პროდუქტი აიღეთ თითო ჩაის კოვზის ოდენობით და კარგად შეურიეთ ერთმანეთში.
  2. მიღებული ერთგვაროვანი მასა გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. გაამზადეთ მარლის პატარა ნაჭრები, მოათავსეთ მათზე ხაჭოსა და თაფლის ნარევი და შეახვიეთ.
  3. დაწექით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მოკალათდით კომფორტულად და დაიფინეთ მომზადებული კომპრესები ორივე თვალზე.
  4. 20 წუთის შემდეგ მოშორეთ კომპრესები და დაიბანეთ სახე თბილი წყალით. უმჯობესი იქნება, თუ თბილი წყალის ნაცვლად, გვრილის ნაყენს ან თბილ რძეს გამოიყენებთ.

კვირაში 2 პროცედურა საკმარისი იქნება, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებით დატკბეთ.

პირადად ამ ხელმისაწვდომ ნარევს საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ – ის ყველა კოსმეტიკურ პროდუქტ მირჩევნია!

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!